საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს
ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

თბი­ლის­ში, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს 16 წლის ბიჭი მოკ­ლეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის ჩხუ­ბი მოხ­და, რომ­ლის დრო­საც ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. მათ­გან ერთი - სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა, ხოლო მე­ო­რე - მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბით, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს., რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.დ., რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და­ი­წყო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის ბიჭი ლ.დ ვე­რა­ზე, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და და 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. მის სა­ხელ­სა და გვარს სრუ­ლად, შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ. ინ­ცი­დენ­ტში სა­ვა­რა­უ­დოდ, 15-მდე მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა 51-ე სკო­ლის რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე­სა და კი­დევ ერთი სკო­ლის აღ­საზ­რდე­ლებს შო­რის მოხ­და. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის ბიჭი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. მათგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი ლ.დ ვერაზე, ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მის სახელსა და გვარს სრულად, შეგნებულად არ ვასახელებთ. ინციდენტში სავარაუდოდ, 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა. დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ