სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა
 რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

თბი­ლის­ში, 21-22 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბულ პი­რებს შო­რის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვია - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­ევ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თავი აი­ფეთ­ქა.

ვინ იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და რა საქ­მე­ე­ბის­თვის იძებ­ნე­ბო­და ის?

"ცალ­ხე­ლა "ვერ­ბოვ­ში­კი" - ასე იხ­სე­ნი­ებს მას რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, 2016 წლის 28 ივ­ნისს, სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი, რა დრო­საც 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-ზე მეტი და­შავ­და, ჩა­ტა­ე­ვის და­გეგ­მი­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტში, სულ 8 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სწო­რედ ჩე­ჩე­ნი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყო.

ის 1980 წელს ჩეჩ­ნეთ­ში, სო­ფელ ვე­დე­ნო­ში და­ი­ბა­და. ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს ხელი და­კარ­გა. რუ­სე­თის ძა­ლოვ­ნე­ბი მას 2003 წლი­დან ეძე­ბენ, თუმ­ცა სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ის ავ­სტრი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

2008 წელს ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი რამ­დე­ნი­მე ჩე­ჩენ­თან ერ­თად, შვე­დე­თის ქა­ლაქ ტრე­ლე­ბორ­გში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და ია­რა­ღი უპო­ვა. მა­შინ ჩა­ტა­ევ­მა ად­გი­ლობ­რივ ცი­ხე­ში წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა.

2010 წელს ჩა­ტა­ე­ვი უკ­რა­ი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რივ­მა შს სამ­სა­ხუ­რებ­მა მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში დი­ვერ­სი­უ­ლი საქ­მის ინ­სტრუქ­ცია და ასე­ვე, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი იპო­ვეს... უკ­რა­ი­ნელ ძა­ლოვ­ნებს მისი დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში, მათ შო­რის ავ­სტრი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის დო­კუ­მენ­ტში ეჭვი შე­ე­პა­რათ.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მისი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა აკ­რძა­ლა, ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ის სა­ქარ­თვე­ლოს გა­დას­ცეს, სა­დაც მან გარ­კვე­უ­ლი დრო ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, და­ო­ჯახ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩა... 2011 წლის მა­ის­ში, ის თურ­ქეთ-ბულ­გა­რე­თის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. ბულ­გა­რე­თის სა­სა­მარ­თლო მისი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის პრო­ცე­დუ­რას შე­უდ­გა, თუმ­ცა შემ­დეგ სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისევ შეც­ვა­ლა...

"შემ­დეგ იყო 2012 წლის "ლო­პო­ტას ამ­ბე­ბი", რა დრო­საც ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და ბო­ე­ვი­კებს შო­რის ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი ჩა­ტა­ე­ვი და­ა­კა­ვეს... იმ კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ის­თვის, მას უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და",- წერს რუ­სუ­ლი მე­დია და დას­ძენს, რომ ჩა­ტა­ე­ვი გა­ა­მარ­თლეს.

2015 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩა­ტა­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 2015 წელს და­კა­ვე­ბულ სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ყო­ფი­ლი იმა­მის, აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

2015 წლის აპ­რილ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის სი­რი­ა­ში გა­და­ვი­და და მებ­რძო­ლებს შე­ურთდა. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­ე­ვი ამე­რი­კამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, - მას ISIS-სთვის რუსი და ევ­რო­პე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის "და­ვერ­ბოვ­კე­ბა" ედე­ბო­და ბრა­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა მის კვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში - მას შემ­დეგ, რაც "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს, ჩა­ტა­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­დი­ო­მუ­ქა­რა გა­მოგ­ზავ­ნა და ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში მყოფ ტუ­რის­ტებს და­ე­მუქ­რა.

ჩა­ტა­ევ­მა აუ­დი­ო­მუ­ქა­რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრს მისი მე­გობ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით თურ­ქე­თი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა და "პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი აუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი­სა და მას­თან ერ­თად ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ითხოვ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ტა­ე­ვის ულ­ტი­მა­ტუ­მი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, ეს მი­მარ­თვა შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის ISIS-თან კავ­ში­რის ერთ-ერთ მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს...

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის სი­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ა­გენ­ტო REUTERS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბო­ე­ვი­კებს" რუ­სე­თი­დან სი­რი­ა­ში გა­დას­ვლა­ში სწო­რედ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ისი­ნი მათ უცხო­ურ, ყალბ პას­პორ­ტებს აძ­ლევ­დნენ, ძვე­ლი პას­პორ­ტე­ბის მი­ხევ­დით კი, მათ ძებ­ნას გა­ნაგ­რძობ­დნენ. სწო­რედ ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­მო­ცე­მას­თან და­ღეს­ტნე­ლი ბო­ე­ვი­კი, საად შა­რა­პუ­დი­ნო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სეთ­ში მას აფეთ­ქე­ბის ბრალ­დე­ბით ეძებ­დნენ, თუმ­ცა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სი­რი­ა­ში გა­დას­ვლით უშ­ვე­ლა თავს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

 რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

თბილისში, 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ახმედ ჩატაევია - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სუს-ის ინფორმაციით, ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

ვინ იყო საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და რა საქმეებისთვის იძებნებოდა ის?

"ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო.

ის 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში დაიბადა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხელი დაკარგა. რუსეთის ძალოვნები მას 2003 წლიდან ეძებენ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში ის ავსტრიაში გადავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

2008 წელს ახმედ ჩატაევი რამდენიმე ჩეჩენთან ერთად, შვედეთის ქალაქ ტრელებორგში პოლიციამ დააკავა და იარაღი უპოვა. მაშინ ჩატაევმა ადგილობრივ ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა.

2010 წელს ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ადგილობრივმა შს სამსახურებმა მის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და ასევე, აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები იპოვეს... უკრაინელ ძალოვნებს მისი დოკუმენტების ნამდვილობაში, მათ შორის ავსტრიის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის დოკუმენტში ეჭვი შეეპარათ.

ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა, ამიტომაც უკრაინელებმა ის საქართველოს გადასცეს, სადაც მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა. შემდეგ გაათავისუფლეს, დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა... 2011 წლის მაისში, ის თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლო მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურას შეუდგა, თუმცა შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა...

"შემდეგ იყო 2012 წლის "ლოპოტას ამბები", რა დროსაც ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ჩატაევი დააკავეს... იმ კონკრეტული დროისთვის, მას უკვე საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა",- წერს რუსული მედია და დასძენს, რომ ჩატაევი გაამართლეს.

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

2015 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ის სირიაში გადავიდა და მებრძოლებს შეურთდა. იმავე წლის ოქტომბერში ჩატაევი ამერიკამ განსაკუთრებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, - მას ISIS-სთვის რუსი და ევროპელი ახალგაზრდების "დავერბოვკება" ედებოდა ბრალად.

რაც შეეხება მის კვალს საქართველოში - მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა და ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დაემუქრა.

ჩატაევმა აუდიომუქარა საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს მისი მეგობრის საშუალებით თურქეთიდან გამოუგზავნა და "პატიმრობაში მყოფი აუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების გათავისუფლებას" ითხოვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, თუმცა, ეს მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა აიუფ ბორჩაშვილის ISIS-თან კავშირის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს...

ბოლო მონაცემებით, ის სირიაში იმყოფებოდა. სააგენტო REUTERS-ის ინფორმაციით, "ბოევიკებს" რუსეთიდან სირიაში გადასვლაში სწორედ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. ისინი მათ უცხოურ, ყალბ პასპორტებს აძლევდნენ, ძველი პასპორტების მიხევდით კი, მათ ძებნას განაგრძობდნენ. სწორედ ამის შესახებ საუბრობს გამოცემასთან დაღესტნელი ბოევიკი, საად შარაპუდინოვი, რომლის თქმითაც, რუსეთში მას აფეთქების ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა, სპეცსამსახურების დახმარებით სირიაში გადასვლით უშველა თავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ