სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ
ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას მსოფ­ლი­ოს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან. "ბი­ბი­სი" წერს, რომ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, გარ­და­იც­ვა­ლა ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, ოთხი და­იჭ­რა.

"ბი­ბი­სი" აღ­ნიშ­ნავს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იყ­ვნენ.

"სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა და აქ ჯი­ჰა­დის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს 50-მდე მო­ქა­ლა­ქე გა­ემ­გზავ­რა სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში სა­ომ­რად. ისი­ნი, უმე­ტე­სად, ჩე­ჩე­ნი ეროვ­ნე­ბის არი­ან და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ. ხე­ო­ბა კი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ლა­მუ­რი ექ­სტრე­მიზ­მის ცენ­ტრია," - წერს "ბი­ბი­სი".

"ევ­რო­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი თბი­ლი­სის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ. სპე­ცო­პე­რა­ცია სამ­შაბთს და­ი­წყო და მე­ო­რე დღემ­დე გაგ­რძელ­და. "ევ­რო­ნი­უ­სი" ასე­ვე სუს-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იყ­ვნენ.

თბი­ლის­ში, ისან­ში, ბერი გაბ­რი­ე­ლის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 17:30 სა­ათ­ზე დას­რულ­და. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 1 წევ­რი, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია - 3.

"სამ­წუ­ხა­როდ, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ი­ღუ­პა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და და­იჭ­რა ორი. ამას­თა­ნა­ვე, დაჭ­რი­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას მსოფლიოს მედიასაშუალებები ეხმიანებიან. "ბიბისი" წერს, რომ სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია, გარდაიცვალა ერთი სამართალდამცველი, ოთხი დაიჭრა.

"ბიბისი" აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

"საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და აქ ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები არასოდეს მომხდარა. თუმცა საქართველოს 50-მდე მოქალაქე გაემგზავრა სირიასა და ერაყში, "ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში საომრად. ისინი, უმეტესად, ჩეჩენი ეროვნების არიან და პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ხეობა კი, გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური ექსტრემიზმის ცენტრია," - წერს "ბიბისი".

"ევრონიუსის" ინფორმაციით კი ტერორიზმში ეჭვმიტანილები თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში იმალებოდნენ. სპეცოპერაცია სამშაბთს დაიწყო და მეორე დღემდე გაგრძელდა. "ევრონიუსი" ასევე სუს-ზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ, დაახლოებით 17:30 საათზე დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3.

"სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი", - განაცხადეს სუს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ