პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე 22 ნო­ემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას და­წყე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თით­ქმის 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და და­ახ­ლო­ე­ბით 17:30 სა­ათ­ზე დას­რულ­და. სა­ელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 1 წევ­რი, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია - 3.

ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე დღე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში:

00:47 სა­ა­თი: ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ატა­რებს. სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

00:59 სა­ა­თი: სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პი­რებ­მა, რო­მელ­თა და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­აც მიმ­დი­ნა­რე­ობს, სპეც­და­ნა­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნეს (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

04:13 სა­ა­თი: კორ­პუსს, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ატო­ვე­ბი­ნე­ბენ (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

08:08 სა­ა­თი: სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე, სპეც­რაზ­მის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი შე­დის, მათ შო­რის პი­კა­პის ტი­პის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ბლო­კი­რე­ბუ­ლი აქვთ რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სის შე­სას­ვლე­ლი ტე­რი­ტო­რია (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

10:08 სა­ა­თი: სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე სრო­ლი­სა და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის, ამო­დის კვამ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის აყ­ვა­ნას შტურ­მით ცდი­ლო­ბენ (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

10:36 სა­ა­თი: ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლე­ბენ. ვი­დე­ო­ში ის­მის ძლი­ე­რი სრო­ლი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა(წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

10:55 სა­ა­თი: მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ერთი სპეც­რაზ­მე­ლი და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ. სხვა დაჭ­რი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე არ ვრცელ­დე­ბა (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

11:01 სა­ა­თი: ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სე­ბი­დან, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­სახ­ლე­ო­ბა კორ­პუ­სი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით გა­მო­დის. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, მო­ე­რი­დონ აივ­ნებ­ზე გას­ვლა­სა და ფან­ჯრე­ბი­დან გა­ხედ­ვას(წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

11:40 სა­ა­თი: ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მიმ­დე­ბა­რე კორ­პუ­სებ­თან არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცტექ­ნი­კაც შე­ვი­და (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

12:31 სა­ა­თი: სუს-ი პირ­ველ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად 1 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია სხვა პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად გრძელ­დე­ბა(წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

13:24 სა­ა­თი: ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე კვლავ სრო­ლის ხმა ის­მის. პე­რი­მეტრზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა. ად­გილ­ზე ასე­ვე მოხ­და სპე­ცტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნა (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

13:26 სა­ა­თი: სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა კორ­პუს­ზე შტურ­მი და­ი­წყეს. სპეც­რაზ­მი ცდი­ლობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში შეღ­წე­ვას, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფან­ჯრე­ბი­დან ისი­ნი ხელ­ყუმ­ბა­რებს ის­ვრი­ან. არის ორ­მხრი­ვი სრო­ლა (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

14:31 სა­ა­თი: სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე სრო­ლის ხმა პე­რი­ო­დუ­ლად ის­მის, კორ­პუ­სი­დან კვლავ კვამ­ლი გა­მო­დის. ად­გილ­ზე ისევ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი. ად­გილ­ზე რჩე­ბა სპე­ცტექ­ნი­კაც და ბი­ნი­დან, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, კვლავ ძლი­ე­რი კვამ­ლი გა­მო­დის (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

16:26 სა­ა­თი: კორ­პუს­ში, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, სრო­ლის და აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ცე­ცხლი ერთ-ერთ ბი­ნას უკი­დია. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ ჯერ ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ და­უ­წყი­ათ. ძლი­ერ კვამლს და აა­ლე­ბას წინ უძღო­და ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლა. გა­ის­მა აფეთ­ქე­ბის ხმაც (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

16:50 სა­ა­თი: ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს. რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ცე­ცხლი ამ დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია. ად­გილ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბაც(წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

17:07 სა­ა­თი: სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას დაჭ­რი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და ქალა-ტვი­ნის მძი­მე ტრავ­მა, სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, მრავ­ლო­ბი­თი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, ქა­ლის ფუ­ძის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა. ტრავ­მა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სპეც­რაზ­მე­ლი 41 წლის იყო(წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

17:33 სა­ა­თი: ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რულ­და - ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­ა­დას­ტუ­რეს (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

19:06 სა­ა­თი: სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 1 წევ­რი, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია - 3. ამის შე­სა­ხებ სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი. "სამ­წუ­ხა­როდ, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ი­ღუ­პა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და და­იჭ­რა ორი. აა­მას­თა­ნა­ვე, დაჭ­რი­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის 2თა­ნამ­შრო­მე­ლი", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს, გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, თითქმის 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და დაახლოებით 17:30 საათზე დასრულდა. საელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3.

ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები სპეცოპერაციის ადგილზე დღენახევრის განმავლობაში:

00:47 საათი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს. სხვა დეტალები უცნობია (წაიკითხეთ ვრცლად)

00:59 საათი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეცდანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს (წაიკითხეთ ვრცლად)

04:13 საათი: კორპუსს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები მოსახლეობას ატოვებინებენ (წაიკითხეთ ვრცლად)

08:08 საათი: სპეცოპერაციის ადგილზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შედის, მათ შორის პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილი. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია (წაიკითხეთ ვრცლად)

10:08 საათი: სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის კვამლი. სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ (წაიკითხეთ ვრცლად)

10:36 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლები მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებენ. ვიდეოში ისმის ძლიერი სროლისა და აფეთქებების ხმა (წაიკითხეთ ვრცლად)

10:55 საათი: მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაჰყავთ. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება (წაიკითხეთ ვრცლად)

11:01 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის. სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას (წაიკითხეთ ვრცლად)

11:40 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. სამართალდამცველები მიმდებარე კორპუსებთან არიან მობილიზებულნი. ტერიტორიაზე სპეცტექნიკაც შევიდა (წაიკითხეთ ვრცლად)

12:31 საათი: სუს-ი პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება (წაიკითხეთ ვრცლად)

13:24 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ სროლის ხმა ისმის. პერიმეტრზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ასევე მოხდა სპეცტექნიკის შეყვანა (წაიკითხეთ ვრცლად)

13:26 საათი: სამართალდაცველებმა კორპუსზე შტურმი დაიწყეს. სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორპუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობენ. საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან. არის ორმხრივი სროლა (წაიკითხეთ ვრცლად)

14:31 საათი: სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა პერიოდულად ისმის, კორპუსიდან კვლავ კვამლი გამოდის. ადგილზე ისევ მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების სხვადასხვა ქვედანაყოფები. ადგილზე რჩება სპეცტექნიკაც და ბინიდან, სადაც სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, კვლავ ძლიერი კვამლი გამოდის (წაიკითხეთ ვრცლად)

16:26 საათი: კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლის და აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ ბინას უკიდია. სპეცოპერაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული, თუმცა მათ ჯერ ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები არ დაუწყიათ. ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა. გაისმა აფეთქების ხმაც (წაიკითხეთ ვრცლად)

16:50 საათი: ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დაიწყეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერია. ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანებაც (წაიკითხეთ ვრცლად)

17:07 საათი: სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მრავლობითი სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მრავლობითი მოტეხილობა. ტრავმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. სპეცრაზმელი 41 წლის იყო (წაიკითხეთ ვრცლად)

17:33 საათი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა - ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს (წაიკითხეთ ვრცლად)

19:06 საათი: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. "სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. აამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2თანამშრომელი", - განაცხადეს სუს-ში. იხილეთ ვიდეო

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე