საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტენსიური სროლა და აფეთქებების ხმა - რა ხდება ამ წუთებში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
ინტენსიური სროლა და აფეთქებების ხმა - რა ხდება ამ წუთებში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე კვლავ ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლი­სა და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა ის­მის. ად­გილ­ზე, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა კი­დევ ერთი შტურ­მი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლს სა­პა­სუ­ხო სრო­ლით უპა­სუ­ხეს კორ­პუს­ში მყოფ­მა პი­რებ­მა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი. გარე პე­რი­მეტრს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გი­ლი­დან

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სუს-ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და "ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ვერ ისა­უბ­რებს".

"რო­გორც უკვე გან­ვა­ცხა­დეთ, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. დაჭ­რი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­თი­თე­ბებს", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

ინტენსიური სროლა და აფეთქებების ხმა - რა ხდება ამ წუთებში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ინტენსიური სროლა და აფეთქებების ხმა - რა ხდება ამ წუთებში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. ადგილზე, სპეცდანიშნულების რაზმმა კიდევ ერთი შტურმი განახორციელა. სავარაუდოდ, ცეცხლს საპასუხო სროლით უპასუხეს კორპუსში მყოფმა პირებმა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

იხილეთ ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან

სპეცოპერაციის ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა "ოპერაციის მიმდინარეობის დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ისაუბრებს".

"როგორც უკვე განვაცხადეთ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს", - განაცხადეს სუს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ