საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომელსაც 5 წელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებისთვის მიესაჯა - რა საქმეებში ფიგურირებს გიორგი ონიანი
ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომელსაც 5 წელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებისთვის მიესაჯა - რა საქმეებში ფიგურირებს გიორგი ონიანი

ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ონი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო. ონი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. მას 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

გი­ორ­გი ონი­ანს ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ბრალ­დე­ბით.

36 წლის გი­ორ­გი ონი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რია. 2014 წლი­დან "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ის­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­ჯდო­მა­რე და ვა­ზი­სუბ­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი იყო. ამას­თან, ის წლე­ბის მან­ძილ­ზე იცავ­და თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის და­წყე­ბამ­დე მისი ად­ვო­კა­ტი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ებს, რომ­ლის­თვი­საც გი­ორ­გი ონი­ანს 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, პრო­კუ­რა­ტუ­რა მას შსს-ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ნა­შა­უ­ლის ორ ეპი­ზოდს ედა­ვე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ შემ­თხვე­ვა­ში გი­ორ­გი ონი­ან­მა 2011 წელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­გო­ი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის­თვის "დაო პრინ­ტის" მე­ნე­ჯე­რი და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჩა­დე­ბით, მას ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე სცე­ნა­რით მოხ­და ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი­დევ ერთი მხარ­დამ­ჭე­რის ლე­ვან მდი­ნა­რა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად დი­ჯეი "რემ­ბოს" და­კა­ვე­ბაც.

ცნო­ბი­ლი დი­ჯეი ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე, პო­ლი­ცი­ამ 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს და­ა­პა­ტიმ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდი­ნა­რა­ძე მხო­ლოდ იმის გამო და­ა­კა­ვეს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ემბლე­მი­ან მა­ი­სუ­რებს არი­გებ­და, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ "რემ­ბო" ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს. დი­ჯეი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­პე­რი ვა­ჟის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი. ამას­თან, მდი­ნა­რა­ძე თბი­ლი­სის ახ­ლად არ­ჩე­ულ მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თა­ნაც მე­გობ­რობ­და.

და­კა­ვე­ბულ მე­გო­ბარს ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა მა­შინ სიმ­ღე­რაც კი მი­უ­ძღვნა: "ყვე­ლა ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცევთ, ვერ წაგ­ვარ­თმევთ იმას, რა­საც ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვაძ­ლევთ, სიყ­ვა­რულს და ერ­თგუ­ლე­ბას, ეს თქვენ­თვის უცხოა..." და­ი­ჭი­რეს რემ­ბო, ლე­ვან, შენ­თან ვართ!".

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ და­ზა­რა­ლე­ბულს, რომ­ლის საქ­მე­ზეც ონი­ანს პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, "დუო-პრინ­ტის" ყო­ფი­ლი მე­ნე­ჯე­რი და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დებს და იხ­სე­ნებს:

"7 ოქ­ტომ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას აპი­რებ­და. მე მას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ "დუო-პრინ­ტი" მა­ი­სუ­რებ­ზე ბეჭ­დავ­და და ბა­ნე­რე­ბიც ჩვენ გვქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ მოხ­და ჩემი და­კა­ვე­ბა. გი­ორ­გი ონი­ა­ნი იყო ცნო­ბი­ლი ზონ­დე­რი, ჩემი და­ჭე­რაც სწო­რედ მას და­ა­ვა­ლეს, ამი­ტო­მაც იგი მო­ვი­და ჩუ­ღუ­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იქ ჩა­ა­ტა­რა ოპე­რა­ცია. ის აბ­სურ­დუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც მე დამ­ბრალ­და, მინ­და გა­ირ­კვეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს, რომ მე დამ­ნა­შა­ვე არ ვარ, დამ­ნა­შა­ვეა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მე და­მა­კა­ვა. მო­სა­მარ­თლე­მაც და პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე. სი­მარ­თლე ჩემს მხა­რე­ზეა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით შა­თი­რიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ად­ვო­კატ გი­ორ­გი ონი­ანს სა­სა­მარ­თლომ 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომელსაც 5 წელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებისთვის მიესაჯა - რა საქმეებში ფიგურირებს გიორგი ონიანი

ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომელსაც 5 წელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებისთვის მიესაჯა - რა საქმეებში ფიგურირებს გიორგი ონიანი

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

36 წლის გიორგი ონიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. 2014 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ამასთან, ის წლების მანძილზე იცავდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას და პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე მისი ადვოკატი იყო.

რაც შეეხება საქმეებს, რომლისთვისაც გიორგი ონიანს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი "რემბოს" დაკავებაც.

ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე, პოლიციამ 2011 წლის 17 ოქტომბერს დააპატიმრა. არსებული ინფორმაციით, მდინარაძე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ "ქართული ოცნების" ემბლემიან მაისურებს არიგებდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, მისი დაკავების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ "რემბო" ნარკოტიკების შეძენის გამო დააპატიმრეს. დიჯეი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო და ბიძინა ივანიშვილის რეპერი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი. ამასთან, მდინარაძე თბილისის ახლად არჩეულ მერთან, კახა კალაძესთანაც მეგობრობდა.

დაკავებულ მეგობარს ბერა ივანიშვილმა მაშინ სიმღერაც კი მიუძღვნა: "ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევთ, ვერ წაგვართმევთ იმას, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ, სიყვარულს და ერთგულებას, ეს თქვენთვის უცხოა..." დაიჭირეს რემბო, ლევან, შენთან ვართ!".

რაც შეეხება კიდევ ერთ დაზარალებულს, რომლის საქმეზეც ონიანს პატიმრობა მიესაჯა, "დუო-პრინტის" ყოფილი მენეჯერი დავით შათირიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და იხსენებს:

"7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მე მასთან ვთანამშრომლობდი. მოგეხსენებათ "დუო-პრინტი" მაისურებზე ბეჭდავდა და ბანერებიც ჩვენ გვქონდა ჩაბარებული, სწორედ ამიტომ მოხდა ჩემი დაკავება. გიორგი ონიანი იყო ცნობილი ზონდერი, ჩემი დაჭერაც სწორედ მას დაავალეს, ამიტომაც იგი მოვიდა ჩუღურეთის ტერიტორიაზე და იქ ჩაატარა ოპერაცია. ის აბსურდული დანაშაული, რაც მე დამბრალდა, მინდა გაირკვეს და საზოგადოებამ გაიგოს, რომ მე დამნაშავე არ ვარ, დამნაშავეა ის ადამიანი, ვინც მე დამაკავა. მოსამართლემაც და პროკურატურამაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის დამნაშავე. სიმართლე ჩემს მხარეზეა", - განაცხადა დავით შათირიშვილმა.

შეგახსენებთ, ადვოკატ გიორგი ონიანს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ