პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სკანდალური ამბავი - ვინ სძალავდა ფულს სამხედროების ოჯახებს?
03:42 / 31-10-2017
ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სკანდალური ამბავი - ვინ სძალავდა ფულს სამხედროების ოჯახებს?
03:42 / 31-10-2017

გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში, ერთი წლის წინ, წვრთვნე­ბის დროს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფი მო­ტყუ­ე­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ორი პირი ოჯა­ხებს წე­რი­ლებს და­კარ­გუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის სა­ხე­ლით წერ­და და მათ­გან ფულს ითხოვ­და. კერ­ძოდ, წე­რი­ლებ­ში ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ოჯა­ხებს არ­წმუ­ნებ­დნენ, თით­ქოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი თა­ვად იყ­ვნენ, თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და თან­ხა ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ოჯა­ხე­ბის­გან 39 ათა­სი დო­ლა­რის მი­ღე­ბას გეგ­მავ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში წვრთვნე­ბის დროს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­სნეს. საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო­ში ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

2016 წლის 16 აგ­ვის­ტოს, გო­ნი­ოს ყო­ფი­ლი სას­რო­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შავ ზღვა­ში მიმ­დი­ნა­რე წვრთნის დროს, ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და I კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. სამ­ხედ­რო­ე­ბის პოვ­ნა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

ნა­ხეთ Ambebi.ge-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცპ­რო­ექ­ტი "ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის" შე­სა­ხებ

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სკანდალური ამბავი - ვინ სძალავდა ფულს სამხედროების ოჯახებს?

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სკანდალური ამბავი - ვინ სძალავდა ფულს სამხედროების ოჯახებს?

გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, ორი პირი ოჯახებს წერილებს დაკარგული მყვინთავების სახელით წერდა და მათგან ფულს ითხოვდა. კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, თითქოს გაუჩინარებული სამხედროები თავად იყვნენ, თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გონიოში, ზღვაში წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ნახეთ Ambebi.ge-ს მიერ მომზადებული სპეცპროექტი "ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების" შესახებ

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები