პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში
გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში

შსს-ში არ აკე­თე­ბენ კო­მენ­ტარს, ჩა­ტარ­და თუ არა ჩხრე­კა ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რის, გია გორ­გო­შა­ძის ყო­ფი­ლი ცო­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­ით, გია გორ­გო­შა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი, შე­საძ­ლოა, ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას­თან იყოს კავ­შირ­ში, რა ვერ­სი­ა­საც ის ფაქ­ტი ამ­ყა­რებს, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია გორ­გო­შა­ძე­სა და პირ­ველ ცოლს შო­რის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის გამო და­პი­რის­პი­რე­ბაა.

გორ­გო­შა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი, ნინო დარ­სა­ლია ამ­ბობს, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ბიზ­ნე­სი მისი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა რო­დე­საც შე­მო­სა­ვალ­მა მო­ი­მა­ტა, გორ­გო­შა­ძემ ის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­ა­ცი­ლა და მისი ბიზ­ნეს­წი­ლე­ბიც მი­ით­ვი­სა.

ნინო დარ­სა­ლი­ას ბი­ნის ჩხრე­კის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია „რუს­თა­ვი 2“-მა გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გია გორ­გო­შა­ძის პირ­ვე­ლი ცო­ლის სახ­ლი­დან კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ჩა­ნა­წე­რე­ბი წა­ი­ღეს.

გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში

გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში

შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში, რა ვერსიასაც ის ფაქტი ამყარებს, რომ რამდენიმე წელია გორგოშაძესა და პირველ ცოლს შორის ბიზნესსაქმიანობის გამო დაპირისპირებაა.

გორგოშაძის ყოფილი ცოლი, ნინო დარსალია ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ ბიზნესი მისი საშუალებით დაიწყო, თუმცა როდესაც შემოსავალმა მოიმატა, გორგოშაძემ ის ბიზნესსაქმიანობას ჩამოაცილა და მისი ბიზნესწილებიც მიითვისა.

ნინო დარსალიას ბინის ჩხრეკის თაობაზე ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გია გორგოშაძის პირველი ცოლის სახლიდან კომპიუტერი, ტელეფონები და სხვადასხვა სახის ჩანაწერები წაიღეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ