მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო "გორგიას" დირექტორის გატაცების გეგმა - შსს-ს მაღალჩინოსანი დეტალებზე საუბრობს
როგორი იყო "გორგიას" დირექტორის გატაცების გეგმა - შსს-ს მაღალჩინოსანი დეტალებზე საუბრობს

ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რის, გია გორ­გო­შა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სას ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ელექტრო­შო­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც გეგ­მავ­დნენ. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბას საქ­მე­ში აქვს სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბი, მათ შო­რის აუ­დიო-ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყ­ვნენ და ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბას საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­დნენ.

მა­მუ­კა ჭე­ლი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ გა­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ძალ­ვას გეგ­მავ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცია სწო­რედ იმ დღეს ჩა­ა­ტა­რა, რო­დე­საც გია გორ­გო­შა­ძის გა­ტა­ცე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

"ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც და­ვა­კა­ვეთ, საკ­მა­ოდ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ამ პი­როვ­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს. უშუ­ა­ლოდ მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ მას შემ­დეგ, რაც 1 თვით ადრე იქი­რა­ვეს ბინა იმა­ვე კორ­პუს­ში, სა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნი ცხოვ­რობ­და. ბი­ნის ქი­რა­ო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც კი კონ­სპი­რა­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე და­დეს. ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი­დან ახ­დენ­დნენ თვალ­თვალს. მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­დნენ გარ­კვე­ულ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ზე, მათ და­ი­წყეს გა­ტა­ცე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფიქ­რი. 11 ოქ­ტომ­ბე­რი იყო დღე, რო­დე­საც მათ უნ­დო­დათ მო­ეხ­დი­ნათ ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბა. მათ ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, მათ შო­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, ელექტრო­შო­კე­ბი და ა.შ. გა­ნი­ხი­ლავ­დნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სხვა­დას­ხვა მე­თო­დო­ლო­გი­ას. მათ გარ­კვე­უ­ლი რო­ლე­ბიც ჰქონ­დათ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, თუ ვინ რო­გორ ახ­დენ­და პი­როვ­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას. თუ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იქ­ნე­ბო­და, რა თქმა უნდა, გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბაც, კერ­ძოდ ელექტრო­შო­კე­ბით გა­თიშ­ვა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სამი და 1 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

Ambebi.ge

ნა­ხეთ ასე­ვე: "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რის გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ოჯა­ხის­გან 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ძალ­ვას გეგ­მავ­დნენ - გახ­სნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორი იყო "გორგიას" დირექტორის გატაცების გეგმა - შსს-ს მაღალჩინოსანი დეტალებზე საუბრობს

როგორი იყო "გორგიას" დირექტორის გატაცების გეგმა - შსს-ს მაღალჩინოსანი დეტალებზე საუბრობს

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებისას ბოროტმოქმედები ელექტროშოკების გამოყენებასაც გეგმავდნენ. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას საქმეში აქვს სხვადასხვა მასალები, მათ შორის აუდიო-ვიდეო მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ბოროტმოქმედები კარგად შეიარაღებული იყვნენ და ბიზნესმენის გატაცებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ.

მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ გატაცების შემთხვევაში, ბოროტმოქმედები ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ სპეცოპერაცია სწორედ იმ დღეს ჩაატარა, როდესაც გია გორგოშაძის გატაცება უნდა მომხდარიყო.

"ჯგუფი, რომელიც დავაკავეთ, საკმაოდ კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ამ პიროვნების გადაადგილების და პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს. უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდნენ მას შემდეგ, რაც 1 თვით ადრე იქირავეს ბინა იმავე კორპუსში, სადაც ბიზნესმენი ცხოვრობდა. ბინის ქირაობის ხელშეკრულებაც კი კონსპირაციის სრული დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დადეს. ნაქირავები სახლიდან ახდენდნენ თვალთვალს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე, მათ დაიწყეს გატაცების განხორციელებაზე ფიქრი. 11 ოქტომბერი იყო დღე, როდესაც მათ უნდოდათ მოეხდინათ ბიზნესმენის გატაცება. მათ ჰქონდათ გარკვეული შეიარაღება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკები და ა.შ. განიხილავდნენ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა მეთოდოლოგიას. მათ გარკვეული როლებიც ჰქონდათ განაწილებული, თუ ვინ როგორ ახდენდა პიროვნების გატაცებას. თუ წინააღმდეგობა იქნებოდა, რა თქმა უნდა, განიხილავდნენ ბიზნესმენისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებაც, კერძოდ ელექტროშოკებით გათიშვა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველოს სამი და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

თორნიკე კოშკაძე

Ambebi.ge

ნახეთ ასევე: "გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ