პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები
"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები

ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რის, გია გორ­გო­შა­ძის გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ოჯა­ხის­გან 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ძალ­ვას გეგ­მავ­დნენ.

რო­გორც Ambebi.ge-თვის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლად ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი გია გორ­გო­ში­ძეს­თან ერ­თად, მისი ერთ-ერთი ოჯა­ხის წევ­რის გა­ტა­ცე­ბა­საც აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა გეგ­მა შეც­ვლეს და მხო­ლოდ ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ას" დი­რექ­ტო­რის გა­ტა­ცე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ კი ოჯა­ხის­გან 5 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ძალ­ვას გეგ­მავ­დნენ.

ამას­თან, 4 და­კა­ვე­ბუ­ლი­დან 2-თან ამ წუ­თებ­ში დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ად­ვო­კა­ტი იმ­ყო­ფე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის ბრა­ლი ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

მო­ქა­ლა­ქის გა­ტა­ცე­ბი­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ 4 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სპე­ცო­პე­რა­ცია წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე ჩა­ა­ტა­რეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რი: 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ფ., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. ვ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. დ. და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. მ., თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და გა­მო­ძალ­ვის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე გ. გ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა გა­ნიზ­რა­ხეს.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები

"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ.

როგორც Ambebi.ge-თვის არაოფიციალურად ხდება ცნობილი, თავდაპირველად ბოროტმოქმედები გია გორგოშიძესთან ერთად, მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა გეგმა შეცვლეს და მხოლოდ ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცება გადაწყვიტეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოჯახისგან 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ.

ამასთან, 4 დაკავებულიდან 2-თან ამ წუთებში დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი იმყოფება. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

თორნიკე კოშკაძე

Ambebi.ge

"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?

"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე