Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო
უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

კი­ევ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბი­სას გარ­დაც­ვლი­ლი რუს­ლან პა­პას­კი­რი, მეტ­სა­ხე­ლად "ზონა" ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის პი­რა­დი მტე­რი იყო, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რძო­და პუ­ტი­ნის რე­ჟიმს, იყო რამ­ზან კა­დი­რო­ვის პი­რა­დი მტე­რი. რუ­სე­თი­სა და ჩეჩ­ნე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ დევ­ნი­ლი იყო. 1999-2000 წლებ­ში და­ღეს­ტან­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, რა პე­რი­ოდ­შიც ის დაჭ­რეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მას­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ რუს­ლან პა­პას­კი­რი სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუს­ლან პა­პას­კი­რის მკვლე­ლო­ბა 3-ჯერ სცა­დეს, მათ შო­რის 2009 წლის 8 მარტს, თბი­ლის­ში, რა დრო­საც მან მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

რუს­ლან პა­პას­კი­რი კი­ევ­ში ერთ-ერთ მთა­ვარ მო­ე­დან­ზე, ავ­ტო­მო­ბილ­ში აა­ფეთ­ქეს. შე­დე­გად პა­პას­კი­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მის გვერ­დით მჯდომ­მა ქალ­მა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ხოლო მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩა.

უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ.

"ყველანაირი საშუალებით ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იყო რამზან კადიროვის პირადი მტერი. რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურების მიერ დევნილი იყო. 1999-2000 წლებში დაღესტანში რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, რა პერიოდშიც ის დაჭრეს", - აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ რუსლან პაპასკირი საქართველოს მხარეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსლან პაპასკირის მკვლელობა 3-ჯერ სცადეს, მათ შორის 2009 წლის 8 მარტს, თბილისში, რა დროსაც მან მცირე დაზიანებები მიიღო.

რუსლან პაპასკირი კიევში ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, ავტომობილში ააფეთქეს. შედეგად პაპასკირი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომმა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გადარჩა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ