პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი
ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი

უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი, რუს­ლან პა­პას­კი­რი, მეტ­სა­ხე­ლად "ზონა" რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და. კერ­ძოდ, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ზონა", იგი­ვე რუს­ლან პა­პას­კი­რი, იგი­ვე თე­მურ მა­ხა­უ­რი, 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. მის­მა სა­ხელ­მა ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის საქ­მე­შიც გა­იჟ­ღე­რა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რო­გორც ქის­ტე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბობ­დნენ, მე­ომ­რე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბა­ში ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის - "დიშ­ნას" გარ­და, "ზო­ნაც" იყო ჩარ­თუ­ლი.

ამას­თან, "ზო­ნას" სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გია დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" საქ­მე­შიც".

"2007 წელს ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვამ იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუ­ლე­ბას მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა. ქარ­თველ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­დან მო­ე­შო­რე­ბი­ნათ აბე­ზა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი. საქ­მე­ში გარ­კვე­ვა და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, ამ­ჯე­რა­დაც "მას­ტე­რას" მი­ან­დეს. მან მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის უბად­ლო ოს­ტა­ტი უვა­ის ახ­მა­დო­ვი გა­იხ­სე­ნა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ვა­რა­უ­დოდ, დუ­ბა­ი­ში შეხ­ვდნენ.

ცხრა ძმა ახ­მა­დოვს ჩეჩ­ნეთ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და. ომის დროს სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბი იყ­ვნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს კი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში ბა­და­ლი არ ჰყავ­დათ. და­დი­ო­და ლე­გენ­დე­ბი, რომ მათ შე­ეძ­ლოთ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი. ომსა და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს ცო­ცხა­ლი ორი ძმა გა­და­ურ­ჩა. ისი­ნი 2001-2003 წლებ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ქოლ­გის ქვეშ მშვი­დად აგ­რძე­ლებ­დნენ ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

"მას­ტე­რა"-ახ­მა­დო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას და­სა­ხელ­და კი­დეც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კი­ლე­რის კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რი - ეს რუს­ლან პა­პას­კი­რი ("ზონა") უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც მა­შინ სტამ­ბოლ­ში დოკუ უმა­რო­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე ნა­დი­რობ­და. შე­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, აჯო­ბებ­და, მკვლე­ლო­ბა ჰა­ერ­ში მომ­ხდა­რი­ყო. თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ზე შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახ­მა­დოვ­მა საქ­მე­ზე უარი თქვა", - წერ­და გა­მო­ცე­მა.

გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტის, ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი "ზონა" ჩეჩ­ნე­თი­დან თბი­ლის­ში 2005-2006 წლებ­ში გა­მოჩ­ნდა.

"ძი­რი­თა­დად საქ­მი­ა­ნობ­და თბი­ლის­ში. 2010 წელს, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ხელ­ყუმ­ბა­რა აუ­ფეთ­ქეს და და­შავ­და. ამ ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზად თა­ვის დრო­ზე, შიდა კლა­ნუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი და­სა­ხელ­და იმი­ტომ, რომ რუს­ლან პა­პას­კი­რი გარ­კვე­ულ ჩეჩ­ნურ წრე­ებ­ში საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან პი­რად მი­იჩ­ნე­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში ის და­კა­ვეს სტამ­ბოლ­ში, ბრა­ლად ედე­ბო­და გავ­ლე­ნი­ა­ნი ჩე­ჩე­ნი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის მკვლე­ლო­ბა, ის იჯდა კი­დე­ვაც სტამ­ბო­ლის ცი­ხე­ში. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, მას მკვლე­ლო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია, რად­გან რო­გორც ვიცი, იმ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ბრალ­დე­ბის ვერ დამ­ტკი­ცე­ბის გამო, 2016 წლის ზა­ფხულ­ში ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს. ის პირ­და­პირ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­და და რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის იმ­ჟა­მინ­დელ მო­ად­გი­ლეს­თან, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან. პა­პას­კი­რი უკ­რა­ი­ნა­ში ძი­რი­თა­დად ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რა­ში ტრი­ა­ლებ­და", - წერს ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, კი­ევ­ში, ბა­სა­რაბ­სკის მო­ე­დან­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბის დროს თე­მურ მა­ხა­უ­რი, მეტ­სა­ხე­ლად "ზონა" და­ი­ღუ­პა.

ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი

ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი

უკრაინაში გარდაცვლილი მამაკაცი, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა. კერძოდ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "ზონა", იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, 2012 წლის ნოემბერში თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისმა სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიჟღერა. გამოცემის ცნობით, როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, მეომრების რეკრუტირებასა და მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - "დიშნას" გარდა, "ზონაც" იყო ჩართული.

ამასთან, "ზონას" სახელი ფიგურირებდა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეშიც".

"2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა. ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.

ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი ("ზონა") უნდა ყოფილიყო, რომელიც მაშინ სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო. თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა", - წერდა გამოცემა.

გაზეთის ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, კი "ზონა" ჩეჩნეთიდან თბილისში 2005-2006 წლებში გამოჩნდა.

"ძირითადად საქმიანობდა თბილისში. 2010 წელს, ვაჟა-ფშაველაზე, საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა აუფეთქეს და დაშავდა. ამ ინციდენტის მიზეზად თავის დროზე, შიდა კლანური გარჩევები დასახელდა იმიტომ, რომ რუსლან პაპასკირი გარკვეულ ჩეჩნურ წრეებში საკმაოდ გავლენიან პირად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, 2012 წლის ნოემბერში ის დაკავეს სტამბოლში, ბრალად ედებოდა გავლენიანი ჩეჩენი სულიერი ლიდერის მკვლელობა, ის იჯდა კიდევაც სტამბოლის ციხეში. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მას მკვლელობა არ ჩაუდენია, რადგან როგორც ვიცი, იმ დროისთვის საქართველოში იმყოფებოდა. ბრალდების ვერ დამტკიცების გამო, 2016 წლის ზაფხულში ციხიდან გამოუშვეს. ის პირდაპირ უკრაინაში წავიდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან. პაპასკირი უკრაინაში ძირითადად ჩეჩნურ დიასპორაში ტრიალებდა", - წერს ნინო ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური, მეტსახელად "ზონა" დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ