პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით
შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლომ კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე შპს "შა­რა­ვან­დის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 187-ე მუხ­ლით (ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა) და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე შპს "შა­რა­ვან­დის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

"შე­ტყო­ბი­ნე­ბა ხან­ძრის თა­ო­ბა­ზე შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში დღეს, 20:07 სა­ათ­ზე შე­ვი­და. პირ­ვე­ლი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 3 წუთ­ში, 20:10 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ. ძლი­ე­რი ხან­ძრის გამო სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ცე­ცხლის ქრო­ბის პრო­ცეს­ში 30-ზე მეტი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა და 150-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ძრის კე­რის ახ­ლოს მდე­ბა­რე შე­ნო­ბი­დან კომ­პა­ნი­ის 10-მდე თა­ნამ­შრომ­ლის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შპს "შა­რა­ვან­დი" პროგ­რა­მის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­წარ­მოა. ის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ეტი­კე­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის პო­ლი­მე­რუ­ლი შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ერთ-ერთ ლი­დერ კომ­პა­ნი­ად ით­ვლე­ბა. კომ­პა­ნია ამა­რა­გებს ისეთ ცნო­ბილ ბრენ­დებს, რო­გო­რე­ბიც არის "იფქლი", "ფარ­მა­დე­პო", "კარ­ფუ­რი", "გუდ­ვი­ლი", "პსპ" და "ბარ­ამ­ბო".

ნა­ხეთ: რას ამ­ბო­ბენ შპს "შა­რა­ვან­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­წარ­მო­ში გა­ჩე­ნილ ძლი­ერ ხან­ძარ­ზე

ვი­დეო: აე­რო­პორ­ტის ხი­დებ­თან მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი ხან­ძრის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი კად­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

"შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შპს "შარავანდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებაში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ითვლება. კომპანია ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის "იფქლი", "ფარმადეპო", "კარფური", "გუდვილი", "პსპ" და "ბარამბო".

ნახეთ: რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე

ვიდეო: აეროპორტის ხიდებთან მომხდარი ძლიერი ხანძრის ყველაზე მძაფრი კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ