Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში ჩადენილი მკვლელობის და ყაჩაღობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გერმანიაში ჩადენილი მკვლელობის და ყაჩაღობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში 2013 წელს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ში - ჯგუ­ფუ­რად, ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით ყა­ჩა­ღო­ბა­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ჩ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და გერ­მა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან, რო­გორც ოპე­რა­ტი­ულ დო­ნე­ზე, ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბის კუ­თხით.

გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შსს-ს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე აწარ­მოა (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" და მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით).

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 1986 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ჩ.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა - 1977 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ძ.-მ, რო­მელ­საც ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნი­ურნ­ბერგ-ფი­ურ­ტის მი­წის სა­სა­მარ­თლოს მიერ გერ­მა­ნი­ა­ში უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი, 2013 წლის ივ­ნის­ში ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში, 1928 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ.-ის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ფა­რუ­ლად შე­აღ­წი­ეს, ბი­ნის მე­სა­კუთ­რეს ხელ-ფეხი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს. შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ბი­ნი­დან, სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, "რო­ლექ­სის" მარ­კის, 2 500 ევ­როდ ღი­რე­ბუ­ლი მა­ჯის სა­ა­თი გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს შო­რის მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის, უპ­რე­ცე­დენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ძებ­ნი­ლი პირი, სას­ჯე­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მალ­ვა­ში იყო, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ხში­რად იც­ვლი­და ად­გილ­სამ­ყო­ფელს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, იგი 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გერმანიაში ჩადენილი მკვლელობის და ყაჩაღობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში ჩადენილი მკვლელობის და ყაჩაღობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პირი გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით, გამოძიების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანელ სამართალდამცველებთან, როგორც ოპერატიულ დონეზე, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების შეგროვების კუთხით.

გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე აწარმოა (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით).

ზემოხსენებული მასალების თანახმად, 1986 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1977 წელს დაბადებულმა ნ.ძ.-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში ქალაქ ნიურნბერგში, 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, "როლექსის" მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს შორის მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.

ძებნილი პირი, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმალვაში იყო, კონსპირაციულად გადაადგილდებოდა, ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იგი 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ