პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე
აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ოთო კა­ხი­ძე ია­რა­ღით იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ოთო კა­ხი­ძეს და ვკი­თხეთ, აქვს თუ არა ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა და და­არ­ღვია თუ არა კა­ნო­ნი აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე მარ­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ია­რა­ღით ყოფ­ნით.

მან გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს და კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია.

"ლე­გა­ლუ­რად ვი­საც აქვს, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­საც აქვთ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ასე­ვე, ვინც იცავს, მათ აქვთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. მე ეს ია­რა­ღი გა­მო­სა­ჩე­ნად არ მქონ­და. კი, სა­ქამ­რე­ზე ია­რა­ღი მი­კე­თია, ვა­ტა­რებ ხოლ­მე ჩვე­უ­ლებ­რივ, მაქვს უფ­ლე­ბა და გა­ფორ­მე­ბუ­ლია. ამით არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ და­მირ­ღვე­ვია", - გა­ნა­ცხა­და ოთო კა­ხი­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო

თუმ­ცა, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ, იქო­ნი­ონ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ფეთ­ქე­ბა­დი, ად­ვი­ლა­ა­ლე­ბა­დი, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ან ცივი ია­რა­ღი.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში "სა­ი­ას" იუ­რის­ტი გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე ადას­ტუ­რებს კა­ნონ­ში არ­სე­ბულ ჩა­ნა­წერს და ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი გა­მო­ნაკ­ლისს არ უშ­ვებს იმ პი­რე­ბის­თვი­საც კი, რომ­ლებ­საც კა­ნო­ნით ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ.

"ეს არის შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლის მე­ო­რე პუნ­ქტი და აქ პირ­და­პირ წე­რია, რომ შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს ეკ­რძა­ლე­ბა იქო­ნი­ოს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ფეთ­ქე­ბა­დი, ად­ვი­ლა­და­ა­ლე­ბა­დი, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ან ცივი ია­რა­ღი, ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა. აქ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პირს, აქვს თუ არა ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, ასეთ გა­მო­ნაკ­ლისს კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გან­მარ­ტა გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძემ.

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე

აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე

"ევროპული საქართველოს" მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა. ჩვენ დავუკავშირდით ოთო კახიძეს და ვკითხეთ, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება და დაარღვია თუ არა კანონი აღმაშენებელზე მარშის მიმდინარეობის დროს იარაღით ყოფნით.

მან განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს და კანონი არ დაურღვევია.

"ლეგალურად ვისაც აქვს, დაცვის თანამშრომლებიც არიან, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ვინც იცავს, მათ აქვთ ჩვეულებრივად. მე ეს იარაღი გამოსაჩენად არ მქონდა. კი, საქამრეზე იარაღი მიკეთია, ვატარებ ხოლმე ჩვეულებრივ, მაქვს უფლება და გაფორმებულია. ამით არანაირი კანონი არ დამირღვევია", - განაცხადა ოთო კახიძემ.

ნახეთ ვიდეო

თუმცა, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

Ambebi.ge-სთან საუბარში "საიას" იურისტი გიორგი გოცირიძე  ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით იარაღის ტარების უფლება აქვთ.

"ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა. აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ასეთ გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს", - განმარტა გიორგი გოცირიძემ.

"მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია, გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს" - ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს პატიმრობა შეუფარდეს -  გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?