პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული გამართლდა
გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული გამართლდა

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ა­სა და მისი მე­უღ­ლის ეთერ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი თა­მაზ გო­გია გა­მარ­თლდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, 2017 წლის 18 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას და მისი მე­უღ­ლის ეთერ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა და სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, ამა­ვე კო­დექ­სის 310-ე მუხ­ლის "ზ1" ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა მსჯავ­რდე­ბულ თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და ხე­ლა­ხა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, შეს­წავ­ლილ იქნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო საქ­მის მა­სა­ლე­ბი, მო­პო­ვე­ბულ იქნა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რის შე­დე­გა­დაც სრუ­ლად გა­მო­ი­რი­ცხა თა­მაზ გო­გი­ას მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი.

თა­მაზ გო­გია მსჯავ­რდე­ბულ იქნა, მას­ზედ რომ 2009 წლის 11 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ას სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, კომ­პა­ნი­ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­შო­ბი­ლი და­ვის გამო, მან მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, ან­გა­რე­ბით, მოკ­ლა ჯერ თა­მაზ ნი­ნუა, ხოლო შემ­დგომ კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მისი მე­უღ­ლე ეთერ ნი­ნუა.

2010 წლის 13 აგ­ვის­ტოს, თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დენ­თის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის NO2-ის არ­სე­ბო­ბა და­ფიქ­სირ­და თა­მაზ გო­გი­ას მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ხე­ლის ანაწ­მენ­დზე, რაც გახ­და მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბის­თვის, რის­თვი­საც მას 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, 2016 წლის 06 ივ­ლისს, ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სახ. სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­სა და შსს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­ცე­მულ იქნა კო­მი­სი­უ­რი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მელ­მაც გა­მო­რი­ცხა თა­მაზ გო­გი­ას ხე­ლის ანაწ­მენ­დებ­ზე დენ­თის კვა­ლის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი და ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ხსე­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბა.

გარ­და ამი­სა, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლებს გა­აჩ­ნდათ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ, რათა მას ხე­ლოვ­ნუ­რად შე­რა­ცხო­და თა­მაზ და ეთერ ნი­ნუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი. ამ მიზ­ნით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა მისი მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ბა­თილ­და და ეჭვქვეშ დად­გა ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით.

ამ­რი­გად, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ თა­მაზ გო­გი­ას მი­მართ ბრა­ლად შე­რა­ცხულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, რის გა­მოც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა.

პრო­ცესს, რო­მე­ლიც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნილ­მა ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვი­სა და მათი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით და­ი­წყო შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი აქვს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 27 მსჯავ­რდე­ბუ­ლის საქ­მე­ზე მი­მარ­თა, სა­ი­და­ნაც 11 პი­რის მი­მართ უკვე დად­გა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული გამართლდა

გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული გამართლდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის "ზ1" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 17 ოქტომბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

თამაზ გოგია მსჯავრდებულ იქნა, მასზედ რომ 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მან მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით, მოკლა ჯერ თამაზ ნინუა, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლე ეთერ ნინუა.

2010 წლის 13 აგვისტოს, თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის, რისთვისაც მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალი გამოძიების პირობებში, 2016 წლის 06 ივლისს, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.

გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

ამრიგად, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თამაზ გოგიას მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 27 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ