პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემზარ კვიციანის სკანდალური განცხადება: "ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი სანაიასავით? ვფიქრობ, ვანო ჯავახიშვილი"
ემზარ კვიციანის სკანდალური განცხადება: "ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი სანაიასავით? ვფიქრობ, ვანო ჯავახიშვილი"

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. კვი­ცი­ა­ნის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე­გობ­რე­ბო დიდი ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს! შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ბოლო 25 წლის მტე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სი, სა­ხე­ლად სო­რო­სი, გა­და­ვი­დეს რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­ზე! მისი ძა­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­სუს­ტდა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მოქ­მე­დოს? სის­ხლისღვრა ახა­სი­ა­თებთ! უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი გა­იხ­სე­ნეთ, გი­ორ­გი სა­ნა­ია. ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მა­ვა­ლი მსხვერ­პლი სა­ნა­ი­ა­სა­ვით? ყვე­ლამ თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეთ, მე ვფიქ­რობ, რომ ვანო იქ­ნე­ბა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. ასე­თუ ისე ნი­ჭი­ე­რი მას­ხა­რაა და ახალ­გაზ­რდო­ბას შე­აყ­ვა­რა თავი და პი­არ­საც გვა­რა­მია პრო­კუ­რო­რის ტე­ლე­ვი­ზია სე­რი­ო­ზულს აა­გო­რებს!

სუს-ს, შსს-ს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს დაბ­ლო­კა­ვენ ისე­ვე, რო­გორც ჟვა­ნი­ას შემ­თხვე­ვა­ში, შა­რა­ძი­სა და უამ­რა­ვი მკვლე­ლო­ბის გა­უხ­სნე­ლო­ბით ფაქ­ტე­ბი გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დი­დან! წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის 90% რამ­ხე­ლა და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ და რო­გორ გა­აპ­რა­ვე­ბენ ყო­ვე­ლი­ვეს და რო­გორ აღ­მოჩ­ნდე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში! და სა­ქარ­თვე­ლო ისევ მათ სა­ჯი­რი­თო ვე­ლად იქ­ცე­ვა! ამი­ტომ ვაფრ­თხი­ლებ სპეც სამ­სა­ხუ­რებს და კერ­ძოდ იმ სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს, რო­მე­ლიც მი­ჩე­ნი­ლია რუს­თა­ვი ორის თვალ­ყუ­რის­თვის, როცა ბრძა­ნე­ბას მი­ი­ღებ ეს ბრძა­ნე­ბა იქ­ნე­ბა უკა­ნო­ნო და არ შე­ას­რუ­ლო, უბ­რა­ლოდ გა­მო­დი და ამ­ხი­ლე ვინც შე­გიკ­ვე­თა! პი­რო­ბას გაძ­ლევ,რომ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი გვერ­დში და­გიდ­გე­ბით და და­გი­ცავთ! ყვე­ლამ იქ იმ ად­გილ­ზე ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე სა­დაც ვართ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ! დი­დე­ბა ღმერ­თს!!!" - წერს კვი­ცი­ა­ნი.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მსგავს გან­ცხა­დე­ბას კო­მენ­ტა­რებ­ში მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა: "პარ­ლა­მენ­ტა­რის­გან მსგავ­სი გა­მო­კი­თხვა სხვა არა­ფე­რია თუ არა სირ­ცხვი­ლი..."; "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის მსგავ­სი მო­რა­ლუ­რად და ზნე­ობ­რი­ვად და­ცე­მუ­ლი პარ­ტია არ ახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას..."; "ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს თმის ღერი არ ჩა­მო­უ­ვარ­დეს თორე ზე­ზე­უ­რად დალ­პე­ბი" - წე­რენ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მი­აც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"ვაფრ­თხი­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუ მისი სა­ტე­ლი­ტის ეს ბოდ­ვა იმგვარ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, რომ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თა­ვი­დან ერთი თმის ღერი მა­ინც ჩა­მო­ვარ­და, მერე სა­კუ­თარ თავს და­აბ­რა­ლოს. მთე­ლი არ­ხის სა­ხე­ლით, მო­ვი­თხოვ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას", - წერს გვა­რა­მია "ფე­ის­ბუქ­ზე".

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, და­ვუ­კავ­შირ­დით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, უწყე­ბა კო­მენ­ტარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თებს.

ადამიანი
0

კვიციანი სამკურნალოა. ჯერ კიდე მშინ აფხაზეთსი ზანგები რომ იბრძოდნენო.ჩემი თვალიტ ვნახეო. აშკარად მძიმედ არის და პატრონი თუ ყავს მიხედოს. გული არ შეგტკივათ. შიზოფრენია ძალიან მცდური დაავადებაა. ჰალუცინაციები ერთ- ერთი სიმპტომია და სანამ დროა . ვიდრე საცვლების ამარა დაიწყებდეს სირბილს მიხედეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ემზარ კვიციანის სკანდალური განცხადება: "ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი სანაიასავით? ვფიქრობ, ვანო ჯავახიშვილი"

ემზარ კვიციანის სკანდალური განცხადება: "ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი სანაიასავით? ვფიქრობ, ვანო ჯავახიშვილი"

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კვიციანის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს! შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასეთუ ისე ნიჭიერი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს!

სუს-ს, შსს-ს, პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან! წარმოიდგინეთ ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეც სამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის, როცა ბრძანებას მიიღებ ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ,რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე სადაც ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება ღმერთს!!!" - წერს კვიციანი.

პარლამენტის წევრის მსგავს განცხადებას კომენტარებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: "პარლამენტარისგან მსგავსი გამოკითხვა სხვა არაფერია თუ არა სირცხვილი..."; "პატრიოტთა ალიანსის მსგავსი მორალურად და ზნეობრივად დაცემული პარტია არ ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას..."; "ვანო ჯავახიშვილს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს თორე ზეზეურად დალპები" - წერენ პოსტის კომენტარებში.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის განცხადებას ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც და ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას", - წერს გვარამია "ფეისბუქზე".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.