პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან მეზობლები მოკლულ 19 წლის გოგონასა და მკვლელობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილზე
რას ყვებიან მეზობლები მოკლულ 19 წლის გოგონასა და მკვლელობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილზე

უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლულ 19 წლის გო­გო­ნას ბი­ძაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და - ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის მე­ზობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, ახალ­გაზ­რდებს შო­რის რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ არ სმე­ნი­ათ.

მე­ზობ­ლე­ბის ცნო­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის­თვის ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ, უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე ახლო ნა­თე­სავ­თან - აზა ახა­ლა­ი­ას­თან ცხოვ­რობ­დნენ, რო­მე­ლიც 4 დღის წინ ფოთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და.

"აზა ახა­ლა­ია გო­გო­ნას დე­ი­დაა, ხოლო ბი­ჭის მა­მი­და. აზას ორი შვი­ლი ჰყავს, ისი­ნი ოთხი დღის წინ ფოთ­ში წა­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად. ანას და რ-ს, რო­გორც ვიცი გა­მოც­დე­ბი ჰქონ­დათ და თბი­ლის­ში დარ­ჩნენ. ამ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რის, ჩხუ­ბის, ან რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბის ხმა არ გაგ­ვი­გია. ორი­ვე ახალ­გაზ­რდა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო და არას­დროს მი­უქ­ცე­ვი­ათ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა", - აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ: რას ამ­ბო­ბენ ნა­თე­სა­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 22 წლის ბიჭ­ზე მე­გობ­რე­ბი: "ჩა­კე­ტი­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რი ადა­მი­ა­ნია..."

მე­ზობ­ლე­ბის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ერთ-ერთ სტუ­დენტს გა­მოც­და ჰქონ­და და იმის გამო, რომ ვერც ერთს და ვერც მე­ო­რეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტე­ლე­ფო­ნით ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ, მე­ზობ­ლებს სთხო­ვეს კარ­ზე და­კა­კუ­ნე­ბა, თუმ­ცა კარი არა­ვინ გა­ა­ღო.

"კარს არა­ვინ აღებ­და. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ ნა­თე­სა­ვე­ბიც. აქვე მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მშე­ნებ­ლებს კიბე სთხო­ვეს. კი­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახალ­გაზ­რდა ბიჭი მე­ო­რე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან შე­ვი­და ბი­ნა­ში, მაგ­რამ მა­ლე­ვე უკან ყვი­რი­ლით გა­მო­ვარ­და - ანა სის­ხლში სცუ­რავს, ყელი აქვს გა­მოჭ­რი­ლიო. შოკ­ში ვი­ყა­ვით, დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში, პო­ლი­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­დეს მე­ზობ­ლებ­მა.

19 წლის ანა ხე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ფოთ­ში გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

რას ყვებიან მეზობლები მოკლულ 19 წლის გოგონასა და მკვლელობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილზე

რას ყვებიან მეზობლები მოკლულ 19 წლის გოგონასა და მკვლელობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილზე

უზნაძის ქუჩაზე მოკლულ 19 წლის გოგონას ბიძაშვილთან, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, კარგი ურთიერთობა ჰქონდა - ამის შესახებ ოჯახის მეზობლებმა განაცხადეს.

როგორც AMBEBI.GE-სთან რამდენიმე მეზობელმა აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ სმენიათ.

მეზობლების ცნობით, სტუდენტები, რომლებიც ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, უზნაძის ქუჩაზე ახლო ნათესავთან - აზა ახალაიასთან ცხოვრობდნენ, რომელიც 4 დღის წინ ფოთში დასასვენებლად წავიდა.

"აზა ახალაია გოგონას დეიდაა, ხოლო ბიჭის მამიდა. აზას ორი შვილი ჰყავს, ისინი ოთხი დღის წინ ფოთში წავიდნენ დასასვენებლად. ანას და რ-ს, როგორც ვიცი გამოცდები ჰქონდათ და თბილისში დარჩნენ. ამ 4 დღის განმავლობაში ხმაურის, ჩხუბის, ან რაიმე დაპირისპირების ხმა არ გაგვიგია. ორივე ახალგაზრდა ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული იყო და არასდროს მიუქცევიათ რაიმე განსაკუთრებული ყურადღება", - აცხადებენ მეზობლები.

წაიკითხეთ: რას ამბობენ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭზე მეგობრები: "ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია..."

მეზობლებისვე ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ სტუდენტს გამოცდა ჰქონდა და იმის გამო, რომ ვერც ერთს და ვერც მეორეს ოჯახის წევრები ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ, მეზობლებს სთხოვეს კარზე დაკაკუნება, თუმცა კარი არავინ გააღო.

"კარს არავინ აღებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ ნათესავებიც. აქვე მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლებს კიბე სთხოვეს. კიბის მეშვეობით ახალგაზრდა ბიჭი მეორე სართულის აივნიდან შევიდა ბინაში, მაგრამ მალევე უკან ყვირილით გამოვარდა - ანა სისხლში სცურავს, ყელი აქვს გამოჭრილიო. შოკში ვიყავით, დავრეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში", - განაცხადეს მეზობლებმა.

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი ფოთში გუშინვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ