სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო გოგონა, რომელიც უზნაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა მოკლა
ვინ იყო გოგონა, რომელიც უზნაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა მოკლა

თბი­ლის­ში, უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 19 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იპო­ვეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მას ყელი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი. ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი რ.ა. სწო­რედ მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა დე­ი­დის სახ­ლში. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი და­კარ­გუ­ლი იყო და მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის ფოთ­ში და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა სახ­ლში სწო­რედ ბი­ძაშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­მა იპო­ვეს, რომ­ლე­ბიც თა­ვად ამ ბიჭს ეძებნდნენ.

მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა, 19 წლის ანა ხე­ლა­ძეა. იგი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. 19 წლის ანა ფა­რი­კა­ო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ნა­ხეთ ვი­დეო: რა ნახა ქალ­მა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ყელ­გა­მოჭ­რი­ლი გო­გო­ნას დე­ი­დის თხოვ­ნით მი­ვი­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვინ იყო გოგონა, რომელიც უზნაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა მოკლა

ვინ იყო გოგონა, რომელიც უზნაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა მოკლა

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შემზარავი მკვლელობა მოხდა. 19 წლის გოგონას ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. თვითმხილველების თქმით, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ჭრილობები ცივი იარაღით იყო მიყენებული.

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა გარდაცვლილის ბიძაშვილი რ.ა. სწორედ მასთან ერთად ცხოვრობდა მოკლული გოგონა დეიდის სახლში. როგორც მეზობლები ყვებიან მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ბიძაშვილი დაკარგული იყო და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სამართალდამცველებმა ის ფოთში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.

გარდაცვლილი გოგონა სახლში სწორედ ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ.

მოკლული გოგონა, 19 წლის ანა ხელაძეა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 19 წლის ანა ფარიკაობით იყო გატაცებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ნახეთ ვიდეო: რა ნახა ქალმა, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ყელგამოჭრილი გოგონას დეიდის თხოვნით მივიდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ