პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2017 წლის მა­ის­ში ოთარ აბე­სა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თბი­ლის­ში მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, ტივ­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­ფის და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვე­ბის, თბი­ლი­სის მე­რი­ის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც ქრთა­მის სა­ხით 3000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, აბე­სა­ძემ ხსე­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ქო­ნე­ბის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში ყვე­ლა სა­კი­თხი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო მის მიერ და ტი­ვის მო­სა­წყო­ბად სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ეძ­ლოთ უპ­რობ­ლე­მოდ და­ე­წყოთ. ამას­თან, იგი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, რომ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას არ მომ­ხდა­რი­ყო მათი და­ჯა­რი­მე­ბა ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 11 ივ­ლისს ოთარ აბე­სა­ძემ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს გა­მო­არ­თვა მის მიერ ქრთა­მის სა­ხით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა 3000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რის შემ­დე­გაც იგი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს", - აცხა­დე­ბენ სუს-ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე , სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

"მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ