პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს
შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პა­სუ­ხობს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც 21 წლის სექსმუ­შა­კი ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა და ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის ორმა პო­ლი­ცი­ელ­მა სცე­მა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ქალი ნა­ცე­მი დახ­ვდათ. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ნისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თბი­ლის­ში, ვარ­დე­ბის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ჩხუ­ბი მოხ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­დაც მათ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ლ. დახ­ვდათ. მას სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვი­სას ი.ლ. აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. პო­ლი­ცი­ამ ი.ლ. წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 177-ე მუხ­ლე­ბის თა­ნახ­მად და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბი­სას მას გა­ნე­მარ­ტა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ად­ვო­კა­ტის მოწ­ვე­ვის უფ­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მის­ვლის შემ­დეგ ი.ლ.-მ გა­ნა­ცხა­და, რომ იგი მის კო­ლე­გა ქალ­ბა­ტონს არ უცე­მია, არა­მედ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­ულ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­ა­ყე­ნეს. ი.ლ. ამ­ჯე­რად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე და­თან­ხმდა, რის შემ­დე­გაც იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ა. ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა.

ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე მომ­ხდარ ჩხუ­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთა­ვა­ზობთ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­წო­და" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლგბტ სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლე­ვან ბე­რი­ა­ნი­ძემ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ დი­ლის 05:00 სა­ათ­ზე 21 წლის სექსმუ­შა­კი ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა და ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის ორმა პო­ლი­ცი­ელ­მა სცე­მა. ნა­ცე­მი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას ტვი­ნის შერ­ყე­ვა და­უდ­გინ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს

შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების ორმა პოლიციელმა სცემა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი ნაცემი დახვდათ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა. დაკავებისას მას განემარტა ნებაყოფლობით ადვოკატის მოწვევის უფლება. ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც პოლიციას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ლგბტ საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ბერიანიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მას შეატყობინეს, რომ დილის 05:00 საათზე 21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების ორმა პოლიციელმა სცემა. ნაცემი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ