რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით

რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით

თანხის გამოძალვისა და გატაცების საქმეზე იქნებიან თუ არა სხვა პირები დაკავებულები, ეს გამოძიების პრეროგატივაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთხი გამტაცებელი პირიდან მხოლოდ ერთს, ნიკოლოზ ბახტაძეს იცნობს, თუმცა სხვა სახელით და გვარით. ამასთან, გივი ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულ პირებთან რაიმე სახის დავა თანხასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია.

"დაკავებული პირებიდან მე მხოლოდ ერთთან მქონდა ურთიერთობა. ის იყო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახლობელი, თუმცა მე მას სხვა სახელით და გვარით ვცინობდი. გაირკვა, რომ ის ნიკოლოზ ბახტაძე ყოფილა. რაც შეეხება იმას, იქნებიან თუ არა სხვა პირები დაკავებულები, ამას მე ვერ ვიტყვი, რადგან გამოძიების პრეროგატივაა", - განაცახდა გივი ჯიბლაძემ.

ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია, მიეწოდა თუ არა გამოძიებას ინფორმაცია შესაძლო დამკვეთის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი გამოძიების სამსჯელოა. გივი ჯიბლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას რამდენიმე დღის წინ მის ოფისზე თავდასხმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ შესაძლოა თავდამსხმელები სწორედ მისი გამტაცებლები ყოფილიყვნენ. ჯიბლაძემ დეტალურად ისაუბრა გატაცების ინციდენტზეც და აღნიშნა, რომ ის 26 მაისს, 21:30 საათზე საკუთარი სახლის სადარბაზოდან გაიტაცეს.

"ოთხმა პირმა იძულების წესით ჩამსვა მიკროავტობუსში, ჩამომაფარეს თავზე ტომარა. როდესაც ტომარა მომხსნეს, ჩვენ ვიყავით საცხოვრებელი სახლის პარკინგზე. ისინი იძულების წესით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით შეეცადნენ, რომ ჩემგან თანხა მიეღოთ, რომელიც 150 000 დოლარს შეადგენდა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი ამ ყველაფერს, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა, თუმცა სახლში დაბრუნებისთანავე შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დავრეკე და გამოძიება მყისიერად დაიწყო", - განაცხადა გივი ჯიბლაძემ.

ბიზნესმენის გატაცებისა და მისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ