Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია სამ ლოკაციაზე ჩაატარა. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირია დაკავებული. აქედან ორი პირი სამართალდამცველებმა წეროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ერთი პირი - თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად და ერთი - პეკინის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარერობს.
იხილეთ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის ფოტოები