შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარერობს.