არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ისინი დაკავების ფაქტს შეესწრნენ. მათივე თქმით, დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სხვა დეტალები უცნობია.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მსგავსი სპეცოპერაცია კიდევ რამდენიმე ადგილზე ტარდება, თუმცა მიზეზი უცნობია.
დიდი დიღმის ტრასაზე აღნიშნული ფაქტის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.