პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას აკეთებს შსს ვიდეოზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს
რა განცხადებას აკეთებს შსს ვიდეოზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის 24 დე­კემ­ბერს, ერთ-ერთ კა­ფე­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც ლაშა თორ­დია ფი­გუ­რი­რებს, გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყო.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. "მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, გან­ვმარ­ტოთ, რომ 2016 წლის 24 დე­კემ­ბერს შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლო­ში თბი­ლის­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუ­ბის" ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის, დ.გ.-ს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 151-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ ბარ­ში დ.გ.-ს უც­ნობ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და­უ­მიზ­ნა და და­ე­მუქ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის: 2016 წლის 24 დე­კემ­ბერს გა­მო­კი­თხუ­ლი - დ.გ-ს, ხოლო 26 დე­კემ­ბერს გა­მო­კი­თხუ­ლი ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვე­ნე­ბე­ბით, მათ­თვის უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი ბარ­ში მუ­სი­კის­თვის ხმის არ აწე­ვის გამო ია­რა­ღით ხელ­ში თავს და­ეს­ხა დ.გ.-ს და ია­რა­ღი სა­ხის არე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­მიზ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ძლი­ერ ნას­ვა­მი იყო და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხო­ლოდ მისი თან­ხმლე­ბი პი­რის ჩა­რე­ვის შე­დე­გად. მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბით, ხსე­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და და მისი მხრი­დან დ.გ-ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა თავ­დას­ხმამ მათ­ში მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი შიში გა­მო­იწ­ვია. საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხულ­მა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ და­ა­დას­ტუ­რეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, 2016 წლის 26 დე­კემ­ბერს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ბა­რის მე­ნე­ჯერ­მა თ.ბ.-მ წა­რუდ­გი­ნა 24 დე­კემ­ბერს კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბ­ში" გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, შიდა და გარე პე­რი­მეტრზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ერ­თო.

ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის, და­ნიშ­ნუ­ლია ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი და ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ვი­დე­ო­კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 151-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ერთ წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა განცხადებას აკეთებს შსს ვიდეოზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს

რა განცხადებას აკეთებს შსს ვიდეოზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 24 დეკემბერს, ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, გამოძიება მაშინვე დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" ერთ-ერთი თანამშრომლის, დ.გ.-ს შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა.

გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.

გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს ბარის მენეჯერმა თ.ბ.-მ წარუდგინა 24 დეკემბერს კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბში" განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

ამ ეტაპზე, საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ