საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატყუებდნენ "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის მსურველებს - პროკურატურა კლინიკის დირექტორის დაკავების დეტალებზე
როგორ ატყუებდნენ "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის მსურველებს - პროკურატურა კლინიკის დირექტორის დაკავების დეტალებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის ან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ქმნე­ლი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის ფაქ­ტზე, და­ა­კა­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შპს "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რი ფ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის III ნა­წი­ლი­თა და ამა­ვე კო­დექ­სის 247-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ი­მარ­თა.

"ქ.თბი­ლის­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-12 კმ.-ზე მდე­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შპს "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტორ­მა ფ.ჯ-მ, რო­მელ­საც სა­ნე­ბარ­თვო მოწ­მო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ორ­გა­ნო­თა გა­და­ნერგვი­სა და ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ნე­ბარ­თვა, 2016 წლის და­სა­წყის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კი­დან მო­იწ­ვია ქი­რურგ-ტრან­სპლან­ტო­ლო­გი მ.კ, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტი არ­ცერთ სა­ე­ქი­მო სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში. მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ფ.ჯ-მ მა­ს­მე­დი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ზიდ­ვის მიზ­ნით გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბე­ბი, მომ­ზად­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტე­ბი, რომ თით­ქოს­და შპს "ლან­ცეტ­ში" თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან მოწ­ვე­უ­ლი ჰყავ­დათ ტრან­სპლან­ტა­ცი­ის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ღვიძ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ტარ­დე­ბო­და უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი.

2016 წლის 12 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა - გ.ჩ-მ და კ.კ-მ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით მი­ა­კი­თხეს და­სა­ხე­ლე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­დაც ფ.ჯ-მ და მისი და­ვა­ლე­ბით კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით გა­ნუ­ცხა­დეს, რომ თით­ქოს­და კლი­ნი­კა­ში თურ­ქე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი იყო ტრან­სპლან­ტა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი, რო­მელ­საც გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და გა­და­ნერგვის არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია.

კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მო­ტყუ­ე­ბით გა­ნუ­ცხა­დეს, რომ თით­ქოს­და მათ სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა, რის სა­ნაც­ვლო­დაც 2016 წლის 28 თე­ბერ­ვალს შპს "ლან­ცე­ტის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი ფ.ჯ. მო­ტყუ­ე­ბით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფ­ლა კ.კ-ს კუთ­ვნილ ფუ­ლად თან­ხას 99 204 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო გ.ჩ-ს შემ­თხვე­ვა­ში, 2016 წლის 07 მარტს ბრალ­დე­ბუ­ლის და­ვა­ლე­ბით, ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, მო­ტყუ­ე­ბით გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ვა­ლის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სა­დაც პა­ცი­ენტ გ.ჩ-ს კლი­ნი­კის იუ­რის­ტის­თვის 2016 წლის 10 აპ­რი­ლამ­დე უნდა გა­და­ე­ხა­და 40 000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა.

ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, შპს "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რი ფ.ჯ. ვალ­დე­ბუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტე­ბის, დო­ნო­რე­ბის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმ რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რაც ახ­ლდა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვას და ასე­ვე მო­ეხ­დი­ნა მათი წარ­დგე­ნა ტრან­სპლან­ტა­ცი­ის საბ­ჭოს წი­ნა­შე და თან­ხმო­ბა აეღო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რაც მის მიერ არ იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით 2016 წლის 03 მარტს მო­ქა­ლა­ქე­ებს კ.კ-ს, ხოლო იმა­ვე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩა­უ­ტარ­და ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნი­და პა­ცი­ენ­ტთა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

სა­ხელ­მწი­ფო ლი­ცენ­ზი­ი­სა და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად კ.კ. კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

შპს "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რის ფ.ჯ.-ს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე ვა­დით. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ამ და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი კლი­ნი­კის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ" - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

როგორ ატყუებდნენ "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის მსურველებს - პროკურატურა კლინიკის დირექტორის დაკავების დეტალებზე

როგორ ატყუებდნენ "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის მსურველებს - პროკურატურა კლინიკის დირექტორის დაკავების დეტალებზე

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, დააკავა სამედიცინო დაწესებულება შპს "ლანცეტის" დირექტორი ფ.ჯ. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში გაიმართა.

"ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს "ლანცეტის" დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს "ლანცეტში" თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა - გ.ჩ-მ და კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს "ლანცეტის" თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99 204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

ოპერაციის ჩატარებამდე, შპს "ლანცეტის" დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.

აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით 2016 წლის 03 მარტს მოქალაქეებს კ.კ-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

შპს "ლანცეტის" დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე