პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ
რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ

ორ­თა­ჭა­ლა­ში ორი დღის წინ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მო­ხუ­ცი დედა მოკ­ლა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის ბა­ლე­რი­ნა ანა მუ­რა­დე­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი უკვე და­ა­კა­ვა. რო­გორც ირ­კვე­ვა, დედა-შვი­ლი სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ანას მამა რამ­დე­ნი­მე წლის გარ­დაც­ვლი­ლია. მე­ზობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ ანა მუ­რა­დელს და მო­ხუც დე­დას კონ­ფლიქ­ტი ხში­რად ჰქონ­დათ.

PALITRAVIDEO-სთან სა­უბ­რი­სას, მუ­რა­დე­ლე­ბის ოჯა­ხის მე­ზო­ბე­ლი მკვლე­ლო­ბის ღა­მეს იხ­სე­ნებს. ქალ­ბა­ტონ­მა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:

იხი­ლეთ ვი­დეო

"ანი აყ­ვა­ნი­ლი ყავ­და ოჯახს, თუ არ ვცდე­ბი ბე­ლო­რუ­სი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, 2-3 წლის იყო და­ახ­ლო­ე­ბით. ძი­რი­თა­დად ზრდი­და მამა, დედა თით­ქმის არ იღებ­და მის აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხან­და­ხან სად­მე თუ წა­იყ­ვან­და ხოლ­მე, მამა ზრდი­და. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გოგო აღ­მოჩ­ნდა. მა­მას და­ყავ­და სამ­ხატ­ვრო­ში და ბა­ლეტს ცეკ­ვავ­და, პრი­მა იყო. მამა ძა­ლი­ან ამა­ყობ­და მი­სით, ანის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მამა, დე­დამ კი ვერ გა­მო­ნა­ხა მას­თან სა­ერ­თო ენა...

სა­ნამ მა­მა­მი­სი იყო, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და... ერთხელ ანიმ ფეხი და­ი­ზი­ა­ნა, ოპე­რა­ცია ვერ გა­უ­კე­თეს კარ­გად, მერე მე­ო­რე ოპე­რა­ცი­აც გა­უ­კე­თეს და ისიც არ იცო­და, შეძ­ლებ­და თუ არა პრო­ფე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ამ დროს მა­მაც გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, სმა და­ი­წყო და რამ­დენ­ჯერ­მე სას­მე­ლის გამო მკურ­ნა­ლობ­და კი­დეც. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოლო დროს ვფიქ­რობ­დი ანი კარ­გა­დაა აღარ და­ი­წყებს სმას-მეთ­ქი, ერთი წელი პრო­ფე­სი­ა­შიც დაბ­რუნ­და, წარ­მა­ტე­ბაც ჰქონ­და, თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

ტრა­გე­დი­ამ­დე ერთი დღით ადრე, სა­დარ­ბა­ზო­ში შემ­ხვდა და ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ისე­თი გამ­ხდა­რი და გა­ფით­რე­ბუ­ლი იყო, ვკი­თხე - ანი რა გჭირს, რა­ტომ ხარ ასე-მეთ­ქი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ისევ და­ლია. ვუ­თხა­რი რამ­დე­ნი ხანი იკა­ვებ­დი თავს და ახლა რა მოხ­და-მეთ­ქი. ხელი ჩა­იქ­ნია, თვი­თო­ნაც არ იყო ამ მდგო­მა­რე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი, ვე­ღარ არ­თმევ­და თავს. მკვლე­ლო­ბის ღა­მეს, ვი­წე­ქი უკვე, ანი იდგა კარ­თან და მი­თხრა, წა­მო­დიო და ხელი მტა­ცა, ძლი­ე­რი იყო ძა­ლი­ან. მი­მე­ო­რებ­და წა­მო­დი, წა­მო­დიო. ისევ მთვრა­ლი იყო და თავი ავა­რი­დე, ასეთ დროს აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და ძა­ლი­ან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კარ­ზე ვუ­კა­კუ­ნე და ყვი­რო­და თავი და­მა­ნე­ბეთ, მე­ძი­ნე­ბაო. ვუ­თხა­რი დე­და­შე­ნი მა­ლა­პა­რა­კე-მეთ­ქი და დე­და­ჩემს ძი­ნავს შე­მეშ­ვით, არ გა­ვაღ­ვი­ძე­ბო. მე­ო­რე დღეს პო­ლი­ცია მო­ვი­და, არ აღებ­და კარს. პო­ლი­ცი­ამ შე­მო­ვამ­ტვრევ­თო და მა­შინ გა­უ­ღო. ლა­მა­რაც იქვე იწვა, პირ­ქვე, სის­ხლი ქონ­და თავ­ზე და იქვე ვა­ზის ნამ­სხვრე­ვე­ბი ეყა­რა. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ წა­იქ­ცა, 84 წლის მო­ხუ­ცია-მეთ­ქი, მაგ­რამ რო­გორც გა­ვი­გე, ანიმ თვი­თონ აღი­ა­რა მისი მკვლე­ლო­ბა. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ანი, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა...", - ყვე­ბა მუ­რა­დე­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი მკვლე­ლო­ბის ღა­მის შე­სა­ხებ.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ

რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ

ორთაჭალაში ორი დღის წინ ტრაგედია დატრიალდა - ახალგაზრდა ქალმა მოხუცი დედა მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ბალერინა ანა მურადელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უკვე დააკავა. როგორც ირკვევა, დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, ანას მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილია. მეზობლები იხსენებენ, რომ ანა მურადელს და მოხუც დედას კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.

PALITRAVIDEO-სთან საუბრისას, მურადელების ოჯახის მეზობელი მკვლელობის ღამეს იხსენებს. ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:

იხილეთ ვიდეო

"ანი აყვანილი ყავდა ოჯახს, თუ არ ვცდები ბელორუსიდან ჩამოიყვანეს, 2-3 წლის იყო დაახლოებით. ძირითადად ზრდიდა მამა, დედა თითქმის არ იღებდა მის აღზრდაში მონაწილეობას, ხანდახან სადმე თუ წაიყვანდა ხოლმე, მამა ზრდიდა. ძალიან ნიჭიერი გოგო აღმოჩნდა. მამას დაყავდა სამხატვროში და ბალეტს ცეკვავდა, პრიმა იყო. მამა ძალიან ამაყობდა მისით, ანის ძალიან უყვარდა მამა, დედამ კი ვერ გამონახა მასთან საერთო ენა...

სანამ მამამისი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა... ერთხელ ანიმ ფეხი დაიზიანა, ოპერაცია ვერ გაუკეთეს კარგად, მერე მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ისიც არ იცოდა, შეძლებდა თუ არა პროფესიაში დაბრუნებას. ამ დროს მამაც გარდაიცვალა, ძალიან განიცადა, სმა დაიწყო და რამდენჯერმე სასმელის გამო მკურნალობდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ვფიქრობდი ანი კარგადაა აღარ დაიწყებს სმას-მეთქი, ერთი წელი პროფესიაშიც დაბრუნდა, წარმატებაც ჰქონდა, თვითონაც მშვენივრად გამოიყურებოდა.

ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, სადარბაზოში შემხვდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ისეთი გამხდარი და გაფითრებული იყო, ვკითხე - ანი რა გჭირს, რატომ ხარ ასე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ისევ დალია. ვუთხარი რამდენი ხანი იკავებდი თავს და ახლა რა მოხდა-მეთქი. ხელი ჩაიქნია, თვითონაც არ იყო ამ მდგომარეობით კმაყოფილი, ვეღარ ართმევდა თავს. მკვლელობის ღამეს, ვიწექი უკვე, ანი იდგა კართან და მითხრა, წამოდიო და ხელი მტაცა, ძლიერი იყო ძალიან. მიმეორებდა წამოდი, წამოდიო. ისევ მთვრალი იყო და თავი ავარიდე, ასეთ დროს აგრესიული ხდებოდა ძალიან.

მოგვიანებით, კარზე ვუკაკუნე და ყვიროდა თავი დამანებეთ, მეძინებაო. ვუთხარი დედაშენი მალაპარაკე-მეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო. მეორე დღეს პოლიცია მოვიდა, არ აღებდა კარს. პოლიციამ შემოვამტვრევთო და მაშინ გაუღო. ლამარაც იქვე იწვა, პირქვე, სისხლი ქონდა თავზე და იქვე ვაზის ნამსხვრევები ეყარა. თავიდან ვიფიქრე, იქნებ წაიქცა, 84 წლის მოხუცია-მეთქი, მაგრამ როგორც გავიგე, ანიმ თვითონ აღიარა მისი მკვლელობა. ძალიან მეცოდება ანი, ძალიან კარგი გოგოა...", - ყვება მურადელების მეზობელი მკვლელობის ღამის შესახებ.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ