საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ აუდიტის სამსახურისგან გამოითხოვა მასალები მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის შესახებ
პროკურატურამ აუდიტის სამსახურისგან გამოითხოვა მასალები მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­რი­ის მიერ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მი­წე­ბის გა­და­ცე­მის სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის­გან მა­სა­ლე­ბი გა­მო­ი­თხო­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს და მო­ი­თხო­ვა ხსე­ნე­ბულ უწყე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე შე­მოწ­მე­ბის მა­სა­ლე­ბის გად­მოგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ, 2016 წლის პე­რი­ოდ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის (მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის) გა­და­ცე­მის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის ლაშა თორ­დი­ას მიერ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­კეთ­და არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც იგი მი­უ­თი­თებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი სწავ­ლობ­და 2016 წელს, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის გა­და­ცე­მის სა­კი­თხის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას და მას­ში იკ­ვე­თე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბი­სა, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ არ მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს­თვის გა­დაგ­ზავ­ნა.

ვი­ნა­ი­დან "სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 241-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი აუ­დი­ტის მა­სა­ლე­ბის გა­დაგ­ზავ­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი აჭი­ა­ნუ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად გა­მო­ი­თხო­ვოს აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს დღეს გა­უგ­ზავ­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი ლაშა თორ­დია მე­რი­ის მიერ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მი­წე­ბის გა­და­ცე­მის სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნას დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ლაშა თორ­დია აცხა­დებს, დას­კვნის მი­ხედ­ვით, მე­რი­ის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ფარ­ცხა­ლა­ძის კომ­პა­ნი­ის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბას. თორ­დია და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­ზე სა­უბ­რობს და დას­კვნის პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­დაგ­ზავ­ნას გეგ­მავს.

პროკურატურამ აუდიტის სამსახურისგან გამოითხოვა მასალები მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის შესახებ

პროკურატურამ აუდიტის სამსახურისგან გამოითხოვა მასალები მერიის მიერ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა აღნიშნული მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის გადაგზავნა.

ვინაიდან "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

წერილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს გაუგზავნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია რომ, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს. როგორც ლაშა თორდია აცხადებს, დასკვნის მიხედვით, მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფარცხალაძის კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. თორდია დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და დასკვნის პროკურატურისთვის გადაგზავნას გეგმავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ