პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ფარცხალაძემ გამოკითხვაზე საცობების გამო დააგვიანა - ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი მედიასთან
ოთარ ფარცხალაძემ გამოკითხვაზე საცობების გამო დააგვიანა - ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი მედიასთან

ძვე­ლი თბი­ლი­სის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ ლაშა თორ­დი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის გა­მო­კი­თხვა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­წყე­ბა.

ფარ­ცხა­ლა­ძე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ად­ვო­კა­ტებ­თან - გაგი მო­სი­აშ­ვილ­სა და მე­რაბ ჩი­ქო­ვან­თან ერ­თად ცოტა ხნის წინ მო­ვი­და.

ფარ­ცხა­ლა­ძე 15:00 სა­ათ­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გზებ­ზე შექ­მნი­ლი სა­ცო­ბის გამო, უწყე­ბა­ში ერ­თსა­ა­თი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. ფარ­ცხა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლაშა თორ­დია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის, ლაშა თორ­დი­ას მი­მართ მისი მხრი­დან ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, თუ ვინ მი­ა­ყე­ნა თორ­დი­ას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ფარ­ცხა­ლა­ძის თქმით, ეს თა­ვად გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს უნდა ვკი­თხოთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"რო­გორც ად­ვო­კატ­მა თქვა, ინ­ცი­დენ­ტი იყო წა­მი­ე­რი", - გა­ნა­ცხა­და ფარ­ცხა­ლა­ძემ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში შეს­ვლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ოთარ ფარცხალაძემ გამოკითხვაზე საცობების გამო დააგვიანა - ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი მედიასთან

ოთარ ფარცხალაძემ გამოკითხვაზე საცობების გამო დააგვიანა - ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი მედიასთან

ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად ცოტა ხნის წინ მოვიდა.

ფარცხალაძე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო, უწყებაში ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა. ფარცხალაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ.

იხილეთ ვიდეო

"როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი", - განაცხადა ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ