თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებია. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.
სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებითვე დაჭრილი მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გადაკეტილია გზა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.