სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ახალ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ახალ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ას­რუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის საქ­მე­ზე და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის მიზ­ნით საქ­მე წა­რი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და 600-მდე სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, და­ი­კი­თხა 70-მდე მოწ­მე, ჩა­ტა­რე­ბულ იქნა 20-მდე ჩხრე­კა/ამო­ღე­ბა და 100-მდე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის­გან ამო­ღე­ბულ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლებ­ზე შეს­წავ­ლილ იქნა მთლი­ა­ნო­ბა­ში 500-მდე გბ მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია. საქ­მე­ზე და­ი­ნიშ­ნა და ჩა­ტარ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო, ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი, ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი, ფო­ნოს­კო­პი­უ­რი, კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი, ბა­ლის­ტი­კუ­რი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფო­ნოს­კო­პი­უ­რი და ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი დას­კვნით და­დას­ტურ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი არ შე­ი­ცავს მონ­ტა­ჟის ნიშ­ნებს, არის უწყვე­ტი, ავ­თენ­ტუ­რი და მას­ზე ასა­ხუ­ლია და სა­უბ­რობს სწო­რედ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე.

მი­ღე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი, ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ბარ­გი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბის ძლი­ერ შხამს - ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნიდს, რომ­ლის ოდე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი იყო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მო­სას­პო­ბად. ბა­ლის­ტი­კუ­რი და ფი­ზი­კო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი პის­ტო­ლე­ტი წარ­მო­ად­გენს კუს­ტა­რუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბულ უნომ­რო ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს, რო­მე­ლიც ვარ­გი­სია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს გა­ეგ­ზავ­ნათ შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ საქ­მე გვაქვს ან­გა­რე­ბით, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­ტი­ვით - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 2017 წლის 26 აპ­რილს, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს და­უმ­ძიმ­და ბრალ­დე­ბა სსკ-ის 18, 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ან­გა­რე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2015 წლის ნო­ემ­ბრი­დან გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად. მუ­შა­ო­ბი­სას მას უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­თან. 2016 წლის 4 იან­ვარს გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რაც მან შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის და­უ­კავ­ში­რა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნა ხსე­ნე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის და შპს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და იო­ა­კი­მე და ანას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სამ­სა­ხუ­რებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მა­ღა­ლი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­სა, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს მი­აჩ­ნდა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბი მისი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის შე­უ­სა­ბა­მოდ და­ბა­ლი იყო.

გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე კა­რი­ე­რულ წინსვლად გა­ნი­ხი­ლავ­და უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას, რო­მე­ლიც მას შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და სა­პატ­რი­არ­ქოს სტრუქ­ტუ­რა­ში არ­სე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ე­ნიშ­ნა მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კუ­თა­რი ზე­გავ­ლე­ნა გა­ე­ზარ­და. ამას­თან, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის და­მაბ­რკო­ლებ­ლად აღიქ­ვამ­და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს და მი­აჩ­ნდა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ცდი­ლობ­და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან.

არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და იერ­არ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ან­გა­რე­ბით გა­ნიზ­რა­ხა ძლი­ერ­მოქ­მე­დი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად სამ­კურ­ნა­ლოდ გა­ემ­გზავ­რა გერ­მა­ნი­ა­ში. გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მი­იჩ­ნია ხელ­საყ­რელ ვი­თა­რე­ბად, ვი­ნა­ი­დან უცხო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­ი­ნიღ­ბე­ბო­და მისი გან­ზრახ­ვა, ამავდრო­უ­ლად მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი­სა და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის დად­გე­ნა გარ­თულ­დე­ბო­და საგ­რძნობ­ლად. გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ უმოკ­ლეს ვა­და­ში შე­ი­ძი­ნა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩა­სა­დე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი 0,8740 გრა­მი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი"-ს შემ­ცვე­ლი ფხვნი­ლი. 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე და­კა­ვე­ბულ იქნა, ხოლო მისი ბარ­გის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ფა­რუ­ლად შე­ნა­ხუ­ლი, მკვლე­ლო­ბის ჩა­სა­დე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი".

ამ­დე­ნად რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, ბრალ­დე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ამ­ზა­დებ­და ან­გა­რე­ბით, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­ტი­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა სსკ-ის 18, 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა ან­გა­რე­ბით), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა 2017 წლის 5 მა­ისს.

საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბის ნა­წილ­ში, თუმ­ცა გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას. არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, მათ შო­რის და­გეგ­მი­ლი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის სხვა ობი­ექ­ტე­ბის და ბრალ­დე­ბულ გ.მა­მა­ლა­ძის სა­ვა­რა­უ­დო თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ახალ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ახალ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია. საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, კალიგრაფიული, ბალისტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. შედეგად მიღებული ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე.

მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს გაეგზავნათ შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან გიორგი მამალაძე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მუშაობისას მას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან. 2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე გათავისუფლებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შორენა თეთრუაშვილის დაუკავშირა, თუმცა ამავდროულად დაინიშნა ხსენებული სამსახურის უფროსის მოადგილის და შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორის თანამდებობებზე.

მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურებში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისი პიროვნული თვისებების შეუსაბამოდ დაბალი იყო.

გიორგი მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა. ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან.

არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი"-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი".

ამდენად როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 2017 წლის 5 მაისს.

საქმე სასამართლოში წარიმართა გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში, თუმცა გამოყოფილ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის დაგეგმილი შესაძლო დანაშაულის სხვა ობიექტების და ბრალდებულ გ.მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების დადგენის მიზნით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ