მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან
 რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის 4 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ახა­ლი| მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად: ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი დე­ბის შე­სა­ხებ

იხი­ლეთ ვი­დეო: რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის რე­აქ­ცია გა­ნა­ჩენ­ზე

საქ­მე­ზე, სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტის ეპი­ზოდ­ზე, ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბი­სა და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მუხ­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ამ­ხა­ნა­გო­ბა" თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის კუთ­ვნი­ლი 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას დარ­ბაზ­ში ემო­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი ცრემ­ლით, ნა­წი­ლი კი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. "რუ­სი­კო, შენ­თან ვართ, აბა შენ იცი!" - ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი დარ­ბაზ­ში და სა­სა­მარ­თლოს ფო­ი­ე­ში. ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო და­რა­სე­ლი კოც­ნით და­ემ­შვი­დო­ბა დე­დას იქამ­დე, სა­ნამ პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯილს ბად­რა­გი დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვან­და.

წა­ი­კი­თხეთ: ნინო და­რა­სე­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი დე­დის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ

კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე. რო­გორც ის წერს, მასა და კერ­ვა­ლიშ­ვილს შო­რის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მი­მო­წე­რა შედ­გა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­და და და­პა­ტიმ­რე­ბის­თვის მზად იყო:

"ზუს­ტად იცო­და, რომ დღეს და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. ბარ­გით მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ზე. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნი­და, მისი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე თავს ვერ ვი­კა­ვებ და მე­ტი­რე­ბა. ესეც ჩემი და რუ­სოს დღე­ვან­დე­ლი მი­მო­წე­რა" - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე ფე­ის­ბუქ­ზე.

წა­ი­კი­თხეთ:

ხმა­უ­რი სა­სა­მარ­თლო­ში და ატი­რე­ბუ­ლი ლელა კი­ლა­ძე - რა ხდე­ბო­და რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი-კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დეგ

"იმის­თვის, რომ 29 ათა­სი დო­ლა­რი მე­შო­ვა და ამათ­თვის შე­მე­წი­რა, 6 წელი გა­და­სახ­ლე­ბა­ში ვი­ცხოვ­რე" - "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გა­ნა­ჩე­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ

Georgian businesswomen sisters sentenced to 4 years in prison

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

 რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ახალი| მოკლედ და გასაგებად: ყველაზე მნიშვნელოვანი დაკავებული ბიზნესმენი დების შესახებ

იხილეთ ვიდეო: რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ემოციები მოჰყვა. გულშემატკივრების ნაწილი ცრემლით, ნაწილი კი რუსუდან კერვალიშვილის გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდა მოსამართლის გადაწყვეტილებას. "რუსიკო, შენთან ვართ, აბა შენ იცი!" - ისმოდა შეძახილები დარბაზში და სასამართლოს ფოიეში. ჟურნალისტი ნინო დარასელი კოცნით დაემშვიდობა დედას იქამდე, სანამ პატიმრობა მისჯილს ბადრაგი დარბაზიდან გაიყვანდა.

წაიკითხეთ: ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

კერვალიშვილის დაკავებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე. როგორც ის წერს, მასა და კერვალიშვილს შორის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმოწერა შედგა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა და დაპატიმრებისთვის მზად იყო:

"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე. სიტყვები არ მყოფნიდა, მისი ხმის გაგონებაზე თავს ვერ ვიკავებ და მეტირება. ესეც ჩემი და რუსოს დღევანდელი მიმოწერა" - წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე.

წაიკითხეთ:

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ

Georgian businesswomen sisters sentenced to 4 years in prison

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ