სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
სასამართლო მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბი­სა და მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მაია მ.-სა და რუ­სუ­დან კ.-ს მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა. სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ბრალ­დე­ბუ­ლებს 4-4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ. ბრალ­დე­ბუ­ლი რუ­სუ­დან კ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს.

მათ ბრა­ლად ედე­ბო­დათ თაღ­ლი­თო­ბა, ესე იგი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი ნივ­თის და­უფ­ლე­ბა მო­ტყუ­ე­ბით (5 ეპი­ზო­დი), მათ­ვე ბა­რალდ ედე­ბო­დათ მით­ვი­სე­ბა, ესე იგი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, მის მარ­თლზო­მი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­სა და გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა (2 ეპი­ზო­დი), ასე­ვე უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია, ესე იგი ჯგუ­ფუ­რად უკა­ნო­ნო ქო­ნე­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მა (ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა) მისი უკა­ნო­ნო წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მას­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის და­მალ­ვა და შე­ნიღბვა, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (შპს მზი­უ­რი ვე­ლის ეპი­ზო­დი).

ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თავი არ სცნეს დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში, თუმ­ცა სხდო­მებ­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია მათი მხრი­დან თაღ­ლი­თო­ბი­სა ("ცენ­ტრ-პო­ინ­ტი ინ­ვეს­ტის", "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი კრწა­ნი­სის", "ცენ­ტრ-პო­ინტ სი­ტის" და შპს "მზი­უ­რი ვე­ლის", შპს "ცენ­ტრ-პო­ინტ სი­ტის" ეპი­ზო­დე­ბი, ასე­ვე მი­წე­ბის და გა­წე­რის ეპი­ზო­დი - 2006 წლის 28 აპ­რი­ლამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით) და მით­ვი­სე­ბის (ე.წ. "წი­ლე­ბის" და შპს "მზი­უ­რი ვე­ლის" ეპი­ზო­დე­ბი) ჩა­დე­ნის ფაქ­ტი ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში, ხოლო გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბის ნა­წილ­ში. 2012 წლის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის, შთან­თქმის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, რუ­სუ­დან კ.-სა და მაია რ.-ს სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ.

გა­ნა­ჩე­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით", - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სასამართლო მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

სასამართლო მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია მ.-სა და რუსუდან კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ბრალდებული რუსუდან კ. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

მათ ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (5 ეპიზოდი), მათვე ბარალდ ედებოდათ მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (2 ეპიზოდი), ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ჯგუფურად უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონების შეძენა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (შპს მზიური ველის ეპიზოდი).

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა ("ცენტრ-პოინტი ინვესტის", "ცენტრ-პოინტი კრწანისის", "ცენტრ-პოინტ სიტის" და შპს "მზიური ველის", შპს "ცენტრ-პოინტ სიტის" ეპიზოდები, ასევე მიწების და გაწერის ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და მითვისების (ე.წ. "წილების" და შპს "მზიური ველის" ეპიზოდები) ჩადენის ფაქტი ყველა ეპიზოდში, ხოლო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში. 2012 წლის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, რუსუდან კ.-სა და მაია რ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ