პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ
ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის - მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

იხი­ლეთ ვი­დეო| "რუ­სი­კო, შენ­თან ვართ, აბა, შენ იცი" - ხმა­უ­რი სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­სას

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის გა­მოც მან­და­ტუ­რებ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დამ­სწრე­ებს დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტა­შით შეხ­ვდნენ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მშე­ნებ­ლო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მან­და­ტუ­რებ­სა და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­სა­მარ­თლოს ფო­ე­ში გაგ­რძელ­და.

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე, სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტის ეპი­ზოდ­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი დას­რულ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძემ გა­ნა­ჩე­ნი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო| "ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა მოხ­და" - ატი­რე­ბუ­ლი ნინო და­რა­სე­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი დე­დის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ

სა­სა­მარ­თლომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო თან­ხის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბა­ში და მას 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. პრო­ცესს არ ეს­წრე­ბო­და მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სხვა ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­ტიმ­რო­ბა­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო| ატი­რე­ბუ­ლი ლელა კი­ლა­ძე სა­სა­მარ­თლო­ში, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ

საქ­მე­ზე, სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტის ეპი­ზოდ­ზე, ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბი­სა და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მუხ­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ამ­ხა­ნა­გო­ბა" თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის კუთ­ვნი­ლი 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო| "რუსიკო, შენთან ვართ, აბა, შენ იცი" - ხმაური სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილის დაკავებისას

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გადაწყვეტილებამ რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის ახლობლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მანდატურებმა სასამართლო პროცესზე დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინეს. გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ "ცენტრ პოინტის" მშენებლობით დაზარალებულები.

აღნიშნულის შემდეგ მანდატურებსა და ოჯახის ახლობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სასამართლოს ფოეში გაგრძელდა.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო| "ძალიან დიდი შეცდომა მოხდა" - ატირებული ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პროცესს არ ესწრებოდა მაია რჩეულიშვილი, რომელიც სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით პატიმრობაში უკვე იმყოფება.

ნახეთ ვიდეო| ატირებული ლელა კილაძე სასამართლოში, რუსუდან კერვალიშვილის დაკავების შემდეგ

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"