კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა
დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა

12 მარ­ტი. 05 50 სა­ა­თი. აჭა­რის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­კენ და­იძ­რა. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში ჩას­ვეს და ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ად­გილ­ზე ის­მო­და მო­წო­დე­ბა, რომ აქ­ცი­ის არც ერთი მო­ნა­წი­ლის ცემა არ მოხ­დეს.

რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი

ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, 5 პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, სამი პი­რის და­კა­ვე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით მოხ­და, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუჩა გა­და­კე­თეს.

პრო­ტესტს პო­ლი­ცი­ას­თან ჯერ სი­ტყვი­ე­რი, შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სპეც­რაზ­მის წევ­რებს და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს. სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში შებ­რუნ­და და შე­ნო­ბის ეზო­ში გან­ლაგ­და. ამის შემ­დეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ი­წყო. ნა­ხეთ კად­რე­ბი

ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ყვე­ლა მხა­რეს მო­უ­წო­დებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე და არ და­უშ­ვან მოვ­ლე­ნე­ბის კი­დევ უფრო მეტი ეს­კა­ლა­ცია.

შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კად­რე­ბი: ქვე­ბის წვი­მა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა.

ნა­ხეთ კად­რე­ბი: ბა­თუმ­ში უკვე 3 მან­ქა­ნა გა­დაწ­ვეს

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის კი­დევ ერთი მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნეს, შემ­დეგ კი დაწ­ვეს. ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა ჯერ ქვე­ბი­თა და ფე­ხე­ბით და­ამ­სხვრი­ეს, შემ­დეგ კი ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ჭიშ­კარ­თან მი­ი­ტა­ნეს, სა­დაც ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აჭა­რის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ იმ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნათ, რომ­ლე­ბიც მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იწ­ვო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ბა­თუმ­ში ჩა­ვი­და. გამ­გზავ­რე­ბამ­დე მი­ნის­ტრმა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­თუმ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი ბა­თუ­მი­დან

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ შს მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბას და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

"ხალ­ხს მო­ვუ­წო­დებ სიმ­შვი­დის­კენ. ყვე­ლა გა­მოგ­ვიშ­ვეს და კარ­გათ ვართ. ჩემი და­ჯა­რი­მე­ბით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი ძმის სა­საფ­ლა­ო­დან მოვ­დი­ო­დით მე და მა­მა­ჩე­მი. პლა­ზას­თან გავ­ჩერ­დით. მო­ვი­და პატ­რუ­ლი და­სა­ჯა­რი­მებ­ლად. ვთხო­ვეთ არ და­ე­წე­რათ ჯა­რი­მა. ვუ­თხა­რი რომ მა­მა­ჩე­მი ცუ­დად იყო და გა­ე­გოთ ჩემ­თვის, მაგ­რამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. მა­მა­ჩემს ხე­ლით შე­ეხ­ნენ. მან­ქა­ნის­კენ რომ მო­დი­ო­და უბიძ­გეს ხელი, რაც ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ამას მოჰ­ყვა ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და ვარ­შა­ნი­ძემ.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გზებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ჯე­ბი­რე­ბი მოხ­სენს. ნა­ხეთ ვი­დეო: ბა­თუმ­ში ჯაჭ­ვე­ბი­თა და ხელ­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი აგ­რე­სი­უ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩარ­თულ მუ­სი­კა­ზე ცეკ­ვა­ვენ

სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბას­თან 3 მან­ქა­ნა იწ­ვის. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ერთ-ერთი მან­ქა­ნა აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ცოტ­ნე ანა­ნი­ძეს ეკუთ­ვნის. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით შუქ­ნი­შა­ნი და­ა­ზი­ა­ნეს.

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #აქ­ცია ბა­თუმ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა

დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა

12 მარტი. 05 50 საათი. აჭარის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. საპატრულო პოლიციის ავტომანქანებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილზე ისმოდა მოწოდება, რომ აქციის არც ერთი მონაწილის ცემა არ მოხდეს.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა,  5 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეთეს.

პროტესტს პოლიციასთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის და სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება.

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი პოლიციის შენობაში შებრუნდა და შენობის ეზოში განლაგდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. ნახეთ კადრები

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. ქვეყნის პირველი პირი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია.

შემაძრწუნებელი კადრები: ქვების წვიმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. აქციის მონაწილეების ნაწილი პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

ნახეთ კადრები: ბათუმში უკვე 3 მანქანა გადაწვეს

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კიდევ ერთი მანქანა დააზიანეს, შემდეგ კი დაწვეს. ახალგაზრდების ჯგუფმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ჯერ ქვებითა და ფეხებით დაამსხვრიეს, შემდეგ კი ის მთავარი სამმართველოს ჭიშკართან მიიტანეს, სადაც ცეცხლი წაუკიდეს.

აქციის მონაწილეები აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურს საშუალებას არ აძლევდნენ იმ ავტომანქანებში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მოეხდინათ, რომლებიც მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე იწვოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში ჩავიდა. გამგზავრებამდე მინისტრმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, სადაც აღნიშნა, რომ ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა.

იხილეთ ვიდეოკადრები ბათუმიდან

გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთი მოქალაქემ, რომელიც პოლიციამ შს მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა, მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ყველა გამოგვიშვეს და კარგათ ვართ. ჩემი დაჯარიმებით დაიწყო ყველაფერი. ჩემი ძმის სასაფლაოდან მოვდიოდით მე და მამაჩემი. პლაზასთან გავჩერდით. მოვიდა პატრული დასაჯარიმებლად. ვთხოვეთ არ დაეწერათ ჯარიმა. ვუთხარი რომ მამაჩემი ცუდად იყო და გაეგოთ ჩემთვის, მაგრამ არ გაითვალისწინეს. მამაჩემს ხელით შეეხნენ. მანქანისკენ რომ მოდიოდა უბიძგეს ხელი, რაც ვეღარ მოვითმინე და ამას მოჰყვა ყველაფერი", - განაცხადა ვარშანიძემ.

დაკავებული პირების გათავისუფლების მიუხედავად, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა გზებზე დამონტაჟებული ჯებირები მოხსენს. ნახეთ ვიდეო: ბათუმში ჯაჭვებითა და ხელკეტებით აღჭურვილი აგრესიული აქციის მონაწილეები ავტომობილში ჩართულ მუსიკაზე ცეკვავენ

სამმართველოს შენობასთან 3 მანქანა იწვის. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მანქანა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძეს ეკუთვნის. აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციებით შუქნიშანი დააზიანეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ