სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქ... დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს..." - რა თანამდებობა სურდა მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში
"ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქ... დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს..." - რა თანამდებობა სურდა მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ე.წ ცი­ა­ნი­დის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი გა­აც­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ოც­და­ათ­ზე მეტი მოწ­მის და­კი­თხვა, სულ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ოთხმოც­და­ა­თამ­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის დათ­ვა­ლი­ერ­და და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა მა­ტა­რებ­ლე­ბი, და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა ნა­წილ­ზე უკვე მი­ვი­ღეთ დას­კვნე­ბი, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს ვი­სა­უბ­როთ გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებ­ზე და გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი" - აღ­ნიშ­ნა ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო| პრო­კუ­რა­ტუ­რამ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც. თით­ქმის 18-წუ­თი­ან ჩა­ნა­წერ­ში მოქ­მე­დე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია სა­უ­ბა­რი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და ჟურ­ნა­ლისტ ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს შო­რის.

"პროს­ტა გა­რან­ტია მინ­და რომ მოქ­მე­დი იქ­ნე­ბა... ვიცი რომ შაქ­რით ნე­იტ­რალ­დე­ბა (ნატ­რის ფხვნი­ლი)... მაგ­რამ ეგ ვინც არის, ის სა­ერ­თოდ არ ჭამს ტკბილს, ერი­დე­ბა რა მაქ­სი­მა­ლუ­რად" - ამ­ბობს ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე.

ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის კი­თხვა­ზე, "ეგ ჭი­ქა­ში არ რჩე­ბა?", მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე პა­სუ­ხობს: "რა ვიცი მე, არ მკი­დია?! დარ­ჩეს მერე ვინ და­ად­გენს რო?! ექ­სპერ­ტი­ზა ვი­თომ?"

რაც შე­ე­ხე­ბა ფუ­ლის სა­კითხს, თუ რო­დის გა­დას­ცემს სა­სუ­ლი­ე­რო პირი ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს ცი­ა­ნი­დის სა­ყიდ­ლად სა­ჭი­რო თან­ხას, დე­კა­ნო­ზი პა­სუ­ხობს: "და­ვუ­რე­კავ და ვე­ტყვი გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ­მეთ­ქი. ეხლა რა ვქნა? შენს ძმო­ბას ვფი­ცა­ვარ, დღეს ერ­თმა გა­და­მაგ­დო რა, მე მივფრი­ნავ­დი დღეს, მი­თხრეს მოგ­ცემ­თო ფულს და ფული არაა, ვერ მივ­დი­ვარ, არა­და გერ­მა­ნი­ა­ში მე­ლო­დე­ბი­ან.... ჩემი ხელი სჭირ­დე­ბათ მა­გათ იქა. დედა უნდა ვუ­ტი­რო! პროს­ტა, ასა­კი არ მი­წყობს ხელს თო­რემ..." - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი და ჟურ­ნა­ლისტ ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის რეპ­ლი­კა­ზე - "მთლად პატ­რი­არ­ქი... პრე­ტენ­ზი­ას გა­მო­ა­ცხა­დებ­დი კი", პა­სუ­ხობს: "მე ბევრ რა­მე­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია, ჯერ თავს ვი­კა­ვებ...

ახლა გე­ტყვი პირ­და­პირ: ესე­ნი იბ­რძვი­ან რომ მე მოვ­ხვდე იქ, შიგ­ნით (სა­პატ­რი­არ­ქო­ში), რა­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ქო­ნე­ბა­ში ხომ ვარ. ჩვენ ქო­ნე­ბა არ გვა­წყობს. ქო­ნე­ბა ისე­თი თემა არაა. ეს იყო იმის­თვის რომ იქ შევ­სუ­ლი­ყა­ვით... მე წა­ვალ ბოტ­კო­ვე­ლის ად­გილ­ზე, ან შო­რე­ნას ად­გილ­ზე, ან მამა და­ვი­თის (გუ­ლის­ხმობს არ­ქი­მან­დრიტ და­ვით ჭინ­ჭა­რა­ულს) ად­გილ­ზე. უფრო პირ­ველ რიგ­ში მამა და­ვი­თის ად­გილ­ზე. არ ჩანს ეგ, პატ­რი­არ­ქს რომ უდ­გას სულ უკან ეგაა... მისი ძმა ჯვრის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რია, ლო­თია" - ამ­ბობს პი­რის­პირ სა­უ­ბარ­ში მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქ... დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს..." - რა თანამდებობა სურდა მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში

"ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქ... დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს..." - რა თანამდებობა სურდა მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმის გამოძიების შუალედური შედეგები გააცნეს საზოგადოებას.

"მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი" - აღნიშნა ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

იხილეთ ვიდეო| პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფარული ვიდეოჩანაწერიც. თითქმის 18-წუთიან ჩანაწერში მოქმედება სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს და ვიდეოში ასახულია საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს შორის.

"პროსტა გარანტია მინდა რომ მოქმედი იქნება... ვიცი რომ შაქრით ნეიტრალდება (ნატრის ფხვნილი)... მაგრამ ეგ ვინც არის, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება რა მაქსიმალურად" - ამბობს ფარულად გადაღებულ ვიდეოში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

ირაკლი მამალაძის კითხვაზე, "ეგ ჭიქაში არ რჩება?", მამა გიორგი მამალაძე პასუხობს: "რა ვიცი მე, არ მკიდია?! დარჩეს მერე ვინ დაადგენს რო?! ექსპერტიზა ვითომ?"

რაც შეეხება ფულის საკითხს, თუ როდის გადასცემს სასულიერო პირი ირაკლი მამალაძეს ციანიდის საყიდლად საჭირო თანხას, დეკანოზი პასუხობს: "დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთმეთქი. ეხლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ..." - ამბობს დეკანოზი და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის რეპლიკაზე - "მთლად პატრიარქი... პრეტენზიას გამოაცხადებდი კი", პასუხობს: "მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ...

ახლა გეტყვი პირდაპირ: ესენი იბრძვიან რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ. ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის რომ იქ შევსულიყავით... მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე, ან მამა დავითის (გულისხმობს არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს) ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე. არ ჩანს ეგ, პატრიარქს რომ უდგას სულ უკან ეგაა... მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღვარია, ლოთია" - ამბობს პირისპირ საუბარში მამა გიორგი მამალაძე.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ პროკურატურის განცხადება ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ