მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში
"გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "მათე მო­ტორ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი გელა ბარ­კა­ლა­ია და­ა­კა­ვეს. "მათე მო­ტორ­სის" მფლო­ბე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით - 144-ე მუხ­ლის (წა­მე­ბის მუ­ქა­რა) მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტი­თა და 157-ე პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის მუხ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. დე­ტა­ლებ­ზე უწყე­ბა­ში არ სა­უბ­რო­ბენ.

გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე დღის წინ შედ­გა და მას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

AMBEBI.GE-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გელა ბარ­კა­ლა­ია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა შე­ი­ტა­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გელა ბარ­კა­ლა­ი­ას მომ­ჩი­ვან ქალ­ბა­ტონ­თან წლე­ბის მან­ძილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ფი­რი, რო­მელ­ზეც"მათე მო­ტორ­სის" მფლო­ბელ­თან ამ უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა ასა­ხუ­ლი, სწო­რედ ამ ფი­რის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ჩი­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­კა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლებ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ უამ­ბო, გელა ბარ­კა­ლა­ი­ას "მათე მო­ტორ­სის" ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა უჩივ­ლა.

"გე­ლას ამ ქალ­თან წლე­ბის წინ შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი, მან ნ-ს "მათე მო­ტორ­სის" და­ახ­ლო­ე­ბით 2012 წელს და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, სულ გვერ­დით ჰყავ­და. ერთ წელს გე­ლას სტუმ­რე­ბი ჰყავ­და დუ­ბა­ი­დან და გო­გირ­დის აბა­ნო­ში წა­იყ­ვა­ნა, იქ რა მოხ­და ასე­თი არ ვიცი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ გა­კეთ­და რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც გე­ლას აშან­ტა­ჟებ­და ის ქალი. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, ეს ქალი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და გელა მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებ­და, რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ და­ად­გი­ნა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და... რა­ღაც ჰქონ­და გე­ლა­ზე ისე­თი და ალ­ბათ ეს ჩა­ნა­წე­რი იყო, რო­მე­ლიც მან პო­ლი­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა. თუმ­ცა რა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი ამ ვი­დე­ო­ზე და რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ზუს­ტად ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ.

AMBEBI.GE-თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გელა ბარ­კა­ლა­ია ბრალს არ აღი­ა­რებს და მის და­კა­ვე­ბას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებს. ჩვენს მიერ, მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერთ-ერთი დი­ლე­რი, "მათე მო­ტორ­სის" წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ან­ტი­კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებ­და, კერ­ძოდ, იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­მოჰ­ყავ­და.

ჩვენ გელა ბარ­კა­ლა­ი­ას ად­ვო­კატს, გოჩა თე­დი­აშ­ვილ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც მისი დაც­ვის ქევშ მყოფ­თან შეხ­ვედ­რამ­დე, კო­მე­ნატრზე უარი გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

"გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა "მათე მოტორსის" ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. "მათე მოტორსის" მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 144-ე მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 157-ე პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაა დაკავებული. დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

გელა ბარკალაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე დღის წინ შედგა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გელა ბარკალაია პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააკავეს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობმა ქალბატონმა შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბარკალაიას მომჩივან ქალბატონთან წლების მანძილზე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. გარდა ამისა, არსებობს ვიდეოფირი, რომელზეც"მათე მოტორსის" მფლობელთან ამ უცნობი ქალბატონის სექსუალური ურთიერთობაა ასახული, სწორედ ამ ფირის მეშვეობით, მოჩივანი ქალბატონი ბარკალაიას წინააღმდეგ შანტაჟს ახორციელებდა.

როგორც AMBEBI.GE-ს ანონიმურმა წყარომ უამბო, გელა ბარკალაიას "მათე მოტორსის" ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა.

"გელას ამ ქალთან წლების წინ შეექმნა პრობლემები, მან ნ-ს "მათე მოტორსის" დაახლოებით 2012 წელს დააწყებინა მუშაობა, სულ გვერდით ჰყავდა. ერთ წელს გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან და გოგირდის აბანოში წაიყვანა, იქ რა მოხდა ასეთი არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი. დაახლოებით ორი წლის წინ, ეს ქალი საქართველოდან წავიდა ოჯახის წევრებთან ერთად და გელა მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი, რუსეთში ცხოვრობდა... რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა. თუმცა რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ ზუსტად ვერ გეტყვით", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ანონიმურმა წყარომ.

AMBEBI.GE-თვის ცნობილი გახდა, რომ გელა ბარკალაია ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას ბიზნესინტერესებს უკავშირებს. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ავტომობილების ერთ-ერთი დილერი, "მათე მოტორსის" წინააღმდეგ აქტიურ ანტიკამპანიას აწარმოებდა, კერძოდ, იმის თაობაზე, თითქოს კომპანიას საქართველოში მეორადი ავტომობილები შემოჰყავდა.

ჩვენ გელა ბარკალაიას ადვოკატს, გოჩა თედიაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც მისი დაცვის ქევშ მყოფთან შეხვედრამდე, კომენატრზე უარი განაცხადა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ