პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაშის პასუხი გვარამიას შეთავაზებაზე - "ავანტიურისტი მათხოვარია, მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები"
ქიბარ ხალვაშის პასუხი გვარამიას შეთავაზებაზე - "ავანტიურისტი მათხოვარია, მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები"

სა­ნამ მი­შას სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ვე­რა­ვის მივ­ყი­დი, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ქი­ბარ ხალ­ვა­შის თქმით, მას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ არ­სად უთ­ქვამს. რო­გორც ხალ­ვაშ­მა გან­მარ­ტა, მან გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არხი შე­იძ­ლე­ბა გა­ას­ხვი­სოს, თუმ­ცა ამას "დღეს და ხვალ არ აპი­რებს".

"ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე არა­ფე­რი მით­ქვამს. მე ბიზ­ნესს ბიზ­ნე­სუ­რად ვუდ­გე­ბი და ეს ნიშ­ნავს იმას რომ პი­რო­ბას არ ვდებ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის ბიზ­ნეს­ში ვიქ­ნე­ბი. თუმ­ცა, ვთქვი რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ყიდ­ვას არ ვა­პი­რებ.

ში­ნა­არ­სის და­ზუს­ტე­ბა თუ გინ­დათ, სა­ნამ მი­შას სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ვე­რა­ვის მივ­ყი­დი, მის ხელ­ში რომ არ მოხ­ვდეს", - გა­ნა­ცხა­და ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბას არ აპი­რებს, რად­გა­ნაც ის "ავან­ტი­უ­რის­ტი მა­თხო­ვა­რია". "ნიკა გვა­რა­მია ძა­ლი­ან მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რად გა­და­იქ­ცა რო­გორც ვა­ტყობ. რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მია მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო, მან, მი­შამ და მის­მა პარტნი­ო­რებ­მა მოგ­ვა­ყე­ნეს 50 მი­ლი­ო­ნის ზა­რა­ლი. ჩემი ზა­რა­ლი არ ით­ვლე­ბა მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ის ზა­რა­ლით. მე ვცდი­ლობ ყვე­ლა­ფე­რი ავა­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნო, რად­გან პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ვის­ტუმ­რო.

ნიკა გვა­რა­მია არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავან­ტი­უ­რის­ტი მა­თხო­ვა­რი. მა­გას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ არ დავ­ჯდე­ბი. უბ­რა­ლოდ ნიკა გვა­რა­მია ის კაცი არ არის, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მო­ე­ლა­პა­რა­კოს. ნიკა გვა­რა­მია არის მი­შას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მი­შას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა არის წყლის ნაყ­ვა. ეგ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვე­რას­დროს მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა.

"რუს­თა­ვი2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ქი­ბარ ხალ­ვაშს სთა­ვა­ზობს, "რუს­თა­ვი 2" მის კო­ლექ­ტივს მიჰ­ყი­დოს. ამის შე­სა­ხებ გვა­რა­მი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქიბარ ხალვაშის პასუხი გვარამიას შეთავაზებაზე - "ავანტიურისტი მათხოვარია, მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები"

ქიბარ ხალვაშის პასუხი გვარამიას შეთავაზებაზე - "ავანტიურისტი მათხოვარია, მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები"

სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძლო გაყიდვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

ქიბარ ხალვაშის თქმით, მას ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ არსად უთქვამს. როგორც ხალვაშმა განმარტა, მან განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში არხი შეიძლება გაასხვისოს, თუმცა ამას "დღეს და ხვალ არ აპირებს".

"ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით მე არაფერი მითქვამს. მე ბიზნესს ბიზნესურად ვუდგები და ეს ნიშნავს იმას რომ პირობას არ ვდებ, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. თუმცა, ვთქვი რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ.

შინაარსის დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს, რადგანაც ის "ავანტიურისტი მათხოვარია". "ნიკა გვარამია ძალიან მულტიმილიონერად გადაიქცა როგორც ვატყობ. როდესაც ნიკა გვარამია მაღალი თანამდებობის პირი იყო, მან, მიშამ და მისმა პარტნიორებმა მოგვაყენეს 50 მილიონის ზარალი. ჩემი ზარალი არ ითვლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ზარალით. მე ვცდილობ ყველაფერი ავანაზღაურებინო, რადგან პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო.

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. უბრალოდ ნიკა გვარამია ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ნიკა გვარამია არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ