Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ დაკითხეს პროკურორებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე: "მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი"
რატომ ვერ დაკითხეს პროკურორებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე: "მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი"

"ექიმ­მა დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ორ­ჯერ გა­სინ­ჯა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა ნორ­მა­შია, თუმ­ცა ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზით კვლავ უარს აცხა­დებს ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე" - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში, მა­მა­ლა­ძის და­სა­კი­თხად იმ­ყო­ფე­ბა.

"დღეს გა­მოვ­ცხად­დით ბრალ­დე­ბუ­ლის და­კი­თხვის მიზ­ნით. ბევ­რი შე­კი­თხვა გვქონ­და და­სას­მე­ლი და გვქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ მი­ვი­ღებ­დით ამომ­წუ­რავ პა­სუ­ხებს - ასე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­ვად ად­ვო­კა­ტებ­თან და ბრალ­დე­ბულ­თან. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, რომ მი­დი­ო­და ბრალ­დე­ბე­ბი, თით­ქოს ჩვენ ვა­ჭი­ა­ნუ­რებ­დით პრო­ცე­სებს, რო­გორც კი და­ვა­პი­რეთ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვე­ბის დას­მა, რა­საც ვგეგ­მავ­დით დღეს, მან სა­ერ­თოდ უარი გა­ნა­ცხა­და გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, კი­დევ ერთხელ და­ა­სა­ხე­ლა მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი, რო­მელ­შიც წე­რია, რომ ექი­მებ­მა ორ­ჯერ გა­სინ­ჯეს ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­შია.

"მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში. მან უსა­ფუძ­ვლოდ, სხვა­დას­ხვა სა­ბა­ბით და მი­ზე­ზე­ბით ჩა­შა­ლა და­კი­თხვის პრო­ცე­სი", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კი­თხვა მისი შე­უძ­ლოდ გახ­დო­მის მი­ზე­ზის გამო ვერ მო­ხერ­ხდა.

"ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ დღეს და­კი­თხვა უნდა შემ­დგა­რი­ყო. ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოვ­ცხად­დით. გვქონ­და შეხ­ვედ­რა მამა გი­ორ­გის­თან. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მამა გი­ორ­გიმ თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. შე­სა­ბა­მი­სად, ის გა­იყ­ვა­ნეს სა­კან­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რატომ ვერ დაკითხეს პროკურორებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე: "მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი"

რატომ ვერ დაკითხეს პროკურორებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე: "მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი"

"ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით კვლავ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე" - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამალაძის დასაკითხად იმყოფება.

"დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს - ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიდიოდა ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესებს, როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია.

"მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი", - აღნიშნა პროკურორმა.

დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით კი მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ