მსახიობ გურამ ჯაშზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება დაიწყო.
როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ გურამ ჯაშზე თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება.
არსებული ინფორმაციით, გურამ ჯაშს გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.