სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის განცხადება
მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის განცხადება

2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-108-ე მუხ­ლით.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ამ უკა­ნას­კნელს, რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას განმცხა­დე­ბელ­მა გა­არ­კვია, უნდა მო­ეხ­დი­ნა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­გეგ­მა და ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე განმცხა­დე­ბელს სთხოვ­და შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბას, რის სა­ნაც­ვლო­დაც მზად იყო გა­და­ე­ხა­და ფუ­ლა­დი თან­ხა, ხოლო თა­ვის მხრივ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის ჰპირ­დე­ბო­და მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­ულ არა­მარ­თლზო­მი­ერ სარ­გე­ბელს. რო­გორც გა­ირ­კვა გ.მა­მა­ლა­ძე აპი­რებ­და გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას, სა­დაც პატ­რი­არ­ქი იმ­ყო­ფე­ბო­და სამ­კურ­ნა­ლოდ მის თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და მას შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და გამ­გზავ­რე­ბამ­დე.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც დგინ­დე­ბა, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იყო შპს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და იო­ა­კი­მე და ანას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სის­ტე­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ გ.მა­მა­ლა­ძე ამ­ზა­დებ­და ერთ-ერთი პი­რის მკვლე­ლო­ბას, სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­ი­ძი­ნა მან გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნე­ლი პი­რის­გან შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა - ცი­ა­ნი­დი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გი და სის­რუ­ლე­ში იქ­ნე­ბო­და მოყ­ვა­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვა.

2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე - თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქნა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, ხოლო მისი ბარ­გის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ფა­რუ­ლად შე­ნა­ხუ­ლი შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა -"ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი".

ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა კუს­ტა­რუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი უნომ­რო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 6 ცალი საბ­რძო­ლო ვაზ­ნა, რომ­ლე­ბიც მან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინა­ხავ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

2017 წლის 12 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით შვი­დი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე.

Patriarch’s archpriest detained on charges of preparing assassination

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის განცხადება

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის განცხადება

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

იხილეთ ვიდეო

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი".

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

Patriarch’s archpriest detained on charges of preparing assassination

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ