მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა "მოსამართლეების საქმეზე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა "მოსამართლეების საქმეზე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვის შე­საძ­ლო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

იხი­ლეთ ვი­დეო

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 14 იან­ვარს და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნის მიზ­ნით მო­სა­მარ­თლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის - ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძი­სა და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძის წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­მარ­თვა, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა, რომ ხსე­ნე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის სა­ხე­ლით სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თებ­ზე მი­ი­ღეს წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვე­ბი, ასე­ვე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე - უცხო­უ­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის: გა­მო­ი­კი­თხნენ გან­ცხა­დე­ბის წარ­მომ­დგე­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ბ. ალა­ვი­ძე და პ. ქა­თა­მა­ძე, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და ხსე­ნე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვე­ბის და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2017 წლის 11 იან­ვარს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თებ­ზე დ. საყ­ვა­რე­ლი­ძის სა­ხე­ლით მი­ი­ღეს წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვე­ბი, რომ­ლი­თაც მი­მარ­თვე­ბის ავ­ტო­რი მო­სა­მარ­თლე­ებს სთა­ვა­ზობს გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ამ ქმე­დე­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ არა­მარ­თლზო­მი­ერ სარ­გე­ბელს. ამავდრო­უ­ლად ხსე­ნე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მათ სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე უცხო­უ­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან მი­ი­ღეს მსგავ­სი ხა­სი­ა­თის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი.

ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძემ მი­ღე­ბუ­ლი მი­მარ­თვე­ბი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მა­სა­ლე­ბი, რო­გორც აღი­ნიშ­ნა, შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის გად­მოგ­ზავ­ნი­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე­სა და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძეს მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­მო­ეგ­ზავ­ნათ უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­კი­თხვი­სას ორი­ვე მო­სა­მარ­თლემ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვი­სა, მა­ნამ­დე ან მას შემ­დეგ, მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის ან/და ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბის სხვა რა­ი­მე ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბა.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 364-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში საქ­მე­ზე სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ამას­თან, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თა­ვად მო­სა­მარ­თლე­თა თან­ხმო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ასა­ჯა­რო­ებს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­დან შე­მო­სულ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც გახ­და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვებს და მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს.

იხი­ლეთ ვი­დეო palitranews.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

პროკურატურა "მოსამართლეების საქმეზე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა "მოსამართლეების საქმეზე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

იხილეთ ვიდეო

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.

ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

იხილეთ ვიდეო palitranews.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ