კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში სავარაუდო ბრალდებულს ჩინოვნიკები მფარველობენ? - რას პასუხობენ ბრალდებას ადრესატები
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში სავარაუდო ბრალდებულს ჩინოვნიკები მფარველობენ? - რას პასუხობენ ბრალდებას ადრესატები

24 იან­ვარს თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. 26 წლის სოფო ბე­რი­ძის სიკ­ვდილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ბოლო დროს ისე­დაც გახ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის ფონ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლს და სან­ქცი­ე­ბის გაზ­რდას მო­ი­თხო­ვენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცოტა ხნის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ი­ნიშ­ნა ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ექ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რათა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე მძღო­ლი, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ის მიერ მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ.

რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი მო­საზ­რე­ბა და­ი­წე­რა. რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი პირ­და­პირ ასა­ხე­ლებს მერ­სე­დე­სის ML-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბას, რო­მე­ლიც თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და და სწო­რედ ის გახ­და ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს, რომ სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და მას მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აფა­რე­ბენ ხელს. აი რას წერს გამ­სა­ხურ­დია ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტში: "მერ­სე­დეს­ში იჯ­დნენ გ.ჯ-ს ძმა და სიძე, რო­მე­ლიც ასე­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ხსე­ნე­ბუ­ლი ძმე­ბი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მეს­ტი­ე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, მისი სა­ხე­ლით მოქ­მე­დე­ბენ, "ალა­გე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ებს" მეს­ტი­ა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ერ­თად და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რა თქმა უნდა, ოც­ნე­ბის ხმებ­სა და მხარ­და­ჭე­რას რა­ი­ონ­ში! იქ მათ სა­ხელს არა­ერ­თი სის­ხლი­ა­ნი და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქტი უკავ­შირ­დე­ბა.

სწო­რედ დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის და სო­ზარ სუ­ბა­რის დი­დის მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­თა და მცდე­ლო­ბით მკვლე­ლი გა­უს­ვლე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს! ამ­ჟა­მად ისი­ნი გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯახ­თან ცდი­ლო­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

AMBEBI.GE ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი სი­მარ­თლეა და მას ინ­ფორ­მა­ცია წყა­რომ მი­ა­წო­და. ასე­ვე შე­ვე­ცა­დეთ ბრალ­დე­ბის ად­რე­სა­ტებ­თან გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია.

დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ა­კე­თე­ბენ, რაც სა­კი­თხში გა­ერ­კვე­ვი­ან. ამა­სო­ბა­ში სო­ზარ სუ­ბარ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე თამ­თა ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი. მან ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ სო­ზარ სუ­ბარს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან:

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტო­ზე და­ი­დო აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, თით­ქოს სო­ზა­რის მცდე­ლო­ბით ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი, რომ­ლის მიერ ორი დღის წინ მოხ­დე­ნი­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ეს არის ტყუ­ი­ლი და ცი­ლის­წა­მე­ბა!!! მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სო­ზარს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ამ ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან.

შე­წყვი­ტეთ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ტექ­სტის ტი­რა­ჟი­რე­ბა!" - წერს მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და გამ­სა­ხურ­დი­ას პოს­ტში მოხ­სე­ნი­ე­ბულ კი­დევ ერთ ჩი­ნოვ­ნიკს - მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გ.ჯ მისი ნა­თე­სა­ვი არ არის და მას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

"ჩემი ნა­თე­სა­ვი არ არის. ან სო­ზა­რი სა­ერ­თოდ რა შუ­ა­შია, მეც ტე­ლე­ვი­ზით გა­ვი­გე, რო­გორც სხვა ყვე­ლამ. რა კრი­მი­ნა­ლუ­რი კავ­ში­რი, ვინ რა სი­ტუ­ა­ცი­ას ალა­გებს, არ არის ნორ­მა­ლუ­რი ეს ადა­მი­ა­ნი და რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო? ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს, 22-23 წლის ბიჭი იქ­ნე­ბა, მო­ჭი­და­ვე იყო, სპორ­ტსმე­ნი ბი­ჭია, მძღო­ლი ის იყო, მაგ­რამ ვიცი, რომ ნას­ვა­მი არ იყო. სამ­წუ­ხა­როა, რომ გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი კი მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, ამა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ და არა იმა­ზე, თუ ვინ რა სი­სუ­ლე­ლეს წერს. რა შუ­ა­შია აქ ვიქ­ტო­რი ან სო­ზა­რი, გა­მო­ძი­ე­ბა გა­არ­კვევს ყვე­ლა­ფერს", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში სავარაუდო ბრალდებულს ჩინოვნიკები მფარველობენ? - რას პასუხობენ ბრალდებას ადრესატები

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში სავარაუდო ბრალდებულს ჩინოვნიკები მფარველობენ? - რას პასუხობენ ბრალდებას ადრესატები

24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საქართველო შეძრა. გოგონა, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 26 წლის სოფო ბერიძის სიკვდილმა საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში მწვავე რეაქციები გამოიწვია. ბოლო დროს ისედაც გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე, მოქალაქეები ხელისუფლებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ კონტროლს და სანქციების გაზრდას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები. უწყების განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი, მომხდართან დაკავშირებით პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.

რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება დაიწერა. რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი პირდაპირ ასახელებს მერსედესის ML-ის მარკის ავტომობილის მძღოლის ვინაობას, რომელიც თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ ის გახდა ავარიის გამომწვევი.

უფლებადამცველი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ სავარაუდო ბრალდებული თავისუფალია და მას მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს. აი რას წერს გამსახურდია ფეისბუქის პოსტში: "მერსედესში იჯდნენ გ.ჯ-ს ძმა და სიძე, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ხსენებული ძმები ქართული ოცნების მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, მისი სახელით მოქმედებენ, "ალაგებენ სიტუაციებს" მესტიაში კრიმინალური მეთოდებით და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად და უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, ოცნების ხმებსა და მხარდაჭერას რაიონში! იქ მათ სახელს არაერთი სისხლიანი და ძალადობრივი აქტი უკავშირდება.

სწორედ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და სოზარ სუბარის დიდის მეცადინეობითა და მცდელობით მკვლელი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს! ამჟამად ისინი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ცდილობენ მოლაპარაკებას", - წერს გამსახურდია.

AMBEBI.GE ცოტნე გამსახურდიას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიმართლეა და მას ინფორმაცია წყარომ მიაწოდა. ასევე შევეცადეთ ბრალდების ადრესატებთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია.

დევნილთა და განსახლების მინისტრის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ბრალდებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც საკითხში გაერკვევიან. ამასობაში სოზარ სუბარზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მინისტრის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ სოზარ სუბარს არანაირი კავშირი არ აქვს სავარაუდო ბრალდებულის გათავისუფლებასთან:

"რამდენიმე სააგენტოზე დაიდო აბსოლუტური ტყუილი, თითქოს სოზარის მცდელობით ხელწერილით გაათავისუფლეს ავტომანქანის მძღოლი, რომლის მიერ ორი დღის წინ მოხდენილი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. ეს არის ტყუილი და ცილისწამება!!! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სოზარს არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანის გათავისუფლებასთან.

შეწყვიტეთ ცილისმწამებლური ტექსტის ტირაჟირება!" - წერს მინისტრის მეუღლე.

AMBEBI.GE დაუკავშირდა გამსახურდიას პოსტში მოხსენიებულ კიდევ ერთ ჩინოვნიკს - მესტიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ, ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებული გ.ჯ მისი ნათესავი არ არის და მასთან არანაირი შეხება არ აქვს.

"ჩემი ნათესავი არ არის. ან სოზარი საერთოდ რა შუაშია, მეც ტელევიზით გავიგე, როგორც სხვა ყველამ. რა კრიმინალური კავშირი, ვინ რა სიტუაციას ალაგებს, არ არის ნორმალური ეს ადამიანი და რა კომენტარი გავაკეთო? ვიცნობ ამ ადამიანს, 22-23 წლის ბიჭი იქნება, მოჭიდავე იყო, სპორტსმენი ბიჭია, მძღოლი ის იყო, მაგრამ ვიცი, რომ ნასვამი არ იყო. სამწუხაროა, რომ გოგონა დაიღუპა, მეორე ადამიანი კი მართვით სუნთქვაზეა, ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, თუ ვინ რა სისულელეს წერს. რა შუაშია აქ ვიქტორი ან სოზარი, გამოძიება გაარკვევს ყველაფერს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ