მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელებმა კანაფთან სურათების გადაღება დამიწყეს..." - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
"პოლიციელებმა კანაფთან სურათების გადაღება დამიწყეს..." - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტრის დი­აკ­ვან გი­ორ­გი ჯა­ხუ­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­რი­ხუ­ა­ნა და ია­რა­ღი ამო­ი­ღეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია "გირ­ჩის" ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ ცამ­ციშ­ვილ­მა გა­მარ­თა. მისი თქმით, დი­აკ­ვა­ნი მამა გი­ორ­გი (ჯა­ხუა), რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში მსა­ხუ­რობს.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და თა­ვად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც. მისი თქმით, შემ­თხვე­ვა 17 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და. დი­აკ­ვა­ნის მტკი­ცე­ბით, კა­ნაფს და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­და.

"C ჰე­პა­ტი­ტი, B კა­ტე­გო­რი­ის დი­ა­ბე­ტი, ღვიძ­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და ქო­ლე­ცის­ტი­ტი მაქვს, ამი­ტომ ვი­ყე­ნებ კა­ნაფს. წა­მალს სა­ერ­თოდ არ ვხმა­რობ", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჯა­ხუ­ამ. მი­სი­ვე თქმით, მცე­ნა­რე­უ­ლი წამ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მიტ­რო­პო­ლი­ტის­გან ჰქონ­და და ამ საქ­მე­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

დი­აკ­ვა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებს. ჯა­ხუ­ას თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა შე­ნა­ხუ­ლი კა­ნა­ფის წინ და­ა­ყე­ნეს, და "სელ­ფის" გა­და­ღე­ბა აი­ძუ­ლეს.

"ხა­რე­ბა და გო­გი­ა­ში რო­გორ­ცაა, და­ხო­ცი­ლე­ბი რომ ყავთ, კა­ნაფ­თან და­მა­ყე­ნეს, გა­დამ­ხვი­ეს ხე­ლე­ბი და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და­მი­წყეს. თან დამ­ცი­ნოდ­ნენ, რო­გო­რია შენი ეკ­ლე­სია და კა­ნა­ფი ერ­თად" - ყვე­ბა სა­სე­უ­ლი­ე­რო პირი.

რაც შე­ე­ხე­ბა ია­რაღს, სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ბობს, რომ ის ან­ტიკ­ვა­რუ­ლი იყო. "ან­ტიკ­ვა­რი ია­რა­ღი მქონ­და. ჩემი ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი ჯი­ბე­ში ჩა­ი­დეს და წა­ი­ღეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჯა­ხუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"პოლიციელებმა კანაფთან სურათების გადაღება დამიწყეს..." - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

"პოლიციელებმა კანაფთან სურათების გადაღება დამიწყეს..." - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვან გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა მარიხუანა და იარაღი ამოიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია "გირჩის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა გამართა. მისი თქმით, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს.

პრესკონფერენციას ესწრებოდა თავად სასულიერო პირიც. მისი თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. დიაკვანის მტკიცებით, კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯახუამ. მისივე თქმით, მცენარეული წამლების დამზადებაზე ლოცვა-კურთხევა მიტროპოლიტისგან ჰქონდა და ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს.

დიაკვანი სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს.

"ხარება და გოგიაში როგორცაა, დახოცილები რომ ყავთ, კანაფთან დამაყენეს, გადამხვიეს ხელები და სურათების გადაღება დამიწყეს. თან დამცინოდნენ, როგორია შენი ეკლესია და კანაფი ერთად" - ყვება სასეულიერო პირი.

რაც შეეხება იარაღს, სასულიერო პირი ამბობს, რომ ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", - განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

კრიმინალური ფაქტი ყინწვისის მამათა მონასტერში - წინამძღვარმა არქიმანდრიტი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა