პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. ის ჩემი მსხვერპლია" - ბრალდებული ბექა შენგელია პროცესზე სასტიკ დეტალებს ყვება
"მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. ის ჩემი მსხვერპლია" - ბრალდებული ბექა შენგელია პროცესზე სასტიკ დეტალებს ყვება

"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხე­ლით მოკ­ლა ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის დედა" - ამის შე­სა­ხებ ე.წ. კა­ნი­ბა­ლიზ­მის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ბექა შენ­გე­ლი­ამ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

76 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა შენ­გე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი მისი ფსი­ქი­კუ­რი ტე­რო­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ირმა ყო­ჩი­აშ­ვილს არ ჩა­უ­დე­ნია ის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა მას ედა­ვე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ირმა ჩემი ტე­რო­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ის ჩემი მსხვერ­პლია"

"მე ვთხოვ გა­მო­ძი­ე­ბას აღ­ნუს­ხოს ის თან­ხე­ბი, რაც გა­მოვ­ძა­ლე ამ ფსი­ქი­კუ­რი ტე­რო­რის დროს მა­რი­ამ-ირმა ყო­ჩი­აშ­ვილს. 13 000 დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა ეს თან­ხა. მა­რი­ა­მი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მი­ვი­დო­და იმ აზ­რამ­დე, რომ დედა მო­ეკ­ლა. ვთხოვ გა­მო­ძი­ე­ბას, შე­ა­ფა­სოს მა­რი­ა­მის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა... ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ადა­მი­ან­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე მა­რი­ა­მის­გან შევ­ქმე­ნი ეს­თე­ტი­უ­რი მონ­სტრი. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ჩემი მსხვერ­პლი მა­რი­ამ ყო­ჩი­აშ­ვილს და იმ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ბექა შენ­გე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მა­რი­ამ ყო­ჩი­აშ­ვილს მან შთა­ა­გო­ნა, რომ მისი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა იყო თა­ვად მა­რი­ამ ყო­ჩი­აშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ მო­ტივს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ყო­ჩი­აშ­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს, რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა ბექა შენ­გე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამის არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. "არა­ვი­თა­რი საფრ­თხე მა­მის მოკ­ვლის არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და შენ­გე­ლი­ამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, აღი­ა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად შენ­გე­ლია წარ­დგე­ნილ ბრალ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ ნა­წი­ლობ­რივ ცნობს.

"თავს ნა­წი­ლობ­რივ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ვცნობ. მე­და­ვე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის სხვაგ­ვა­რად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც არ ჩა­მი­დე­ნია. ის აღარ იყო ცო­ცხა­ლი და მისი და­ნა­წევ­რე­ბა მოხ­და გვა­მის გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით და არა რა­ი­მე რი­ტუ­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, რა­ზეც არის სა­უ­ბა­რი. ამი­ტო­მაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კე. დიახ, სი­სას­ტი­კე მა­ინც არის, როცა ადა­მი­ანს მო­ახ­რჩობ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კეს, რომ სი­ცო­ცხლე­ში­ვე აწა­მო სხვაგ­ვა­რად, ამას ად­გი­ლი არ ქო­ნია. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ვე­რა­ნა­ი­რად", - აღ­ნიშ­ნა ბრალ­დე­ბულ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. ის ჩემი მსხვერპლია" - ბრალდებული ბექა შენგელია პროცესზე სასტიკ დეტალებს ყვება

"მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. ის ჩემი მსხვერპლია" - ბრალდებული ბექა შენგელია პროცესზე სასტიკ დეტალებს ყვება

"მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით მოკლა ირმა ყოჩიაშვილის დედა" - ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა შენგელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ირმა ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება მას ედავება.

იხილეთ ვიდეო: "ირმა ჩემი ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, ის ჩემი მსხვერპლია"

"მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა... ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას", - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.

მისივე თქმით, მარიამ ყოჩიაშვილს მან შთააგონა, რომ მისი დავალებების შესრულება იყო თავად მარიამ ყოჩიაშვილის სურვილი.

რაც შეეხება ბრალდებული ყოჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ თავისუფლებაზე გასვლის შემთხვევაში ყოჩიაშვილმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, როგორც ბრალდებულმა ბექა შენგელიამ აღნიშნა, ამის არავითარი საფრთხე არ არსებობს. "არავითარი საფრთხე მამის მოკვლის არ არსებობს", - განაცხადა შენგელიამ.

აღსანიშნავია რომ, აღიარების მიუხედავად შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ამიტომაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკე. დიახ, სისასტიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს, რომ სიცოცხლეშივე აწამო სხვაგვარად, ამას ადგილი არ ქონია. ვერ დავეთანხმები ვერანაირად", - აღნიშნა ბრალდებულმა.

შორტების გამო მამა-შვილის ცემისთვის 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 2000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ქართული ოცნების“ წევრი ცოლსა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს - "მთავარი არხი“

"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები