ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შსს-ში განმარტავენ, რომ ამჟამად საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა. როგორც "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.
ვიდეო| უკომენტაროდ: გვარამია ტოვებს ადგილს, სადაც მამის დაკრძალვის შემდეგ სცემეს