პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა
სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საქ­მე­ზე დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ად­ვო­კა­ტე­ბის სარ­ჩე­ლი ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ნა­ჩენ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, გიგი უგუ­ლა­ვას სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და პა­ტიმ­რო­ბის ვა­დად 1 წელი და 9 თვე გა­ნე­სა­ზღვრა, თუმ­ცა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ, 1 წლით, 3 თვი­თა და 22 დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი კი კვლავ გა­მარ­თლე­ბუ­ლი დარ­ჩა.

გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბის ათ­ვლა 2015 წლის 18 სექ­ტემ­ბრი­დან მოხ­დე­ბა.

საქ­მე "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­საქ­მე­ბას და ამით სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­სა და რი­ყის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბას ეხე­ბა. "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ეპი­ზოდ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვა გა­ამ­ტყუ­ნა და 4 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­ყის პარ­კის ეპი­ზოდს, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გა­მარ­თლდნენ. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მათ უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბო­და.

უგუ­ლა­ვა­სა და კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­სა­ჩივ­რა, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი კი - მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.

გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება.

საქმე "თბილსერვის ჯგუფში" ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.

უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი - მისი ინტერესების დამცველებმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ