პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული" - შსს-ს განცხადება წალენჯიხაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით
"ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული" - შსს-ს განცხადება წალენჯიხაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლო­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ნო­ემ­ბერს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­ა­ში, 1981 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი.ქ.-მ, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მშობ­ლებს - 1931 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს და­ბა­დე­ბულ რ.გ.-ს თა­ვი­სა და კის­რის არე­ში ნა­ჯა­ხით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გა­დაც, ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რა­დაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­რი­ცხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, ი.ქ.-მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის უკან არ­სე­ბულ ტყის მა­სივ­ში თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სუ­ი­ცი­დი დრო­უ­ლად აღ­კვე­თეს და ი.ქ. ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ­ჟა­მად იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბად­რა­გის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - ნა­ჯა­ხი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით)", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "მშობ­ლებს ნა­ჯა­ხით თავი მო­აჭ­რა, შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და" - წა­ლენ­ჯი­ხა­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული" - შსს-ს განცხადება წალენჯიხაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით

"ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული" - შსს-ს განცხადება წალენჯიხაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგადაც, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ქ.-მ საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად იგი საავადმყოფოში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: "მშობლებს ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა" - წალენჯიხაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ