პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს-ს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გერ­მა­ნი­ა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან.

გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს შო­რის. მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის შე­დე­გად, ერ­თობ­ლი­ვად არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ეთ.

ამ­ჯე­რად, სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის, უპ­რე­ცე­დენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი პირი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჩ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შსს-ს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, 2013 წლის 22 ივ­ნი­სის ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში, მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში შე­ვიდ­ნენ, ბი­ნის მე­სა­კუთ­რეს ელექტრო­კა­ბე­ლე­ბი­თა და ქსო­ვი­ლის ნაჭ­რით ხელ-ფეხი შე­უკ­რეს, თავ­ზე სა­ბა­ნი და ხა­ლი­ჩა და­ა­ფა­რეს და გა­გუ­დეს. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ბი­ნი­დან "რო­ლექ­სის" მარ­კის 2 500 ევ­როდ ღი­რე­ბუ­ლი მა­ჯის სა­ა­თი გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის დნმ-ის კვა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ცხე­დარ­ზე, ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ნივ­თებ­ზე: და­ნის ტარ­ზე, ბი­ნის კო­რი­დორ­ში არ­სე­ბუ­ლი კო­მო­დის მარ­ჯვე­ნა სა­ხე­ლურ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლის გა­ტე­ხილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნილ ორ ბე­ჭედ­ზე.

გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" და მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით).

და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­სა­მარ­თლდე­ბა", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შსს-ს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გერმანიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

განსაკუთრებით ნაყოფიერია თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს შორის. მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, ერთობლივად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე გამოვიძიეთ.

ამჯერად, საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.

გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება და შეფარდებული აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან "როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე.

გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებით).

დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ